სალომე რობაქიძე - სამართლებრივი კონსულტანტი

სალომე რობაქიძე 2019 წლის მარტიდან არის კონსტიტუციის 42-ე მუხლის სამართლებრივი კონსულტანტი

განათლება:
2017-2018 წელს  დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის კვლევითი პროგრამა, ბერლინის პარლამენტის სასწავლო ფონდის სტიპენდიანტი.  2015-2016 წლებში იყო რობერტ ბოშის ფონდის პროექტის ,,კარგი მმართველობის“ (Good Governance 2015/16) მონაწილე.
2012-2013 წლებში დაასრულა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LL.M.), DAAD-ის სტიპენდიანტი. 2008-2010 წლებში დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით. 2004-2008 წლებში დაასრულა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა.

სამუშაო გამოცდილება:
2019 წლის მარტიდან დღემდე არის სამართლებრივი კონსულტანტი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერილ პროექტში ,,ლთოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება“.  
ოქტომბერი/2010 - სექტემბერი/2012 მოსამართლის თანაშემწე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
იანვარი/2014 - სექტემბერი/2017 მოსამართლის თანაშემწე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
მარტი/2016 - ივლისი/2016 - პრაქტიკანტი გერმანიის პარლამენტში ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრის ბიუროში, გერმანიის პარლამენტის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის ფარგლებში (IPS).
თებერვალი/2008-ნოემბერი/2008 - ადვოკატის/სამართლებრივი კონსულტანტის  თანაშემწე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების სამსახურში

ენები:  ქართული, რუსული, ინგლისური და გერმანული.