ნინო ტაგანაშვილი - იურისტი


ნინო ტაგანაშვილი 2018 წლიდან მუშაობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ იურისტის პოზიციაზე.
 
განათლება: 
2017 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის წოდება. 2013-2017 წლებში დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი. 2014 წელს გაიარა პოლონეთში, ვარშავის  ვისტულას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კურსი.
 
სამუშაო გამოცდილება:
2016-2018 წლებში მუშოაბდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმცროსი იურისტის პოზიზიაზე. 2015 წელს დასაქმებული იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ტექნოკრედიტში" იურისტის პოზიციაზე. 2014-2015 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში 
 
პროექტები, სემინარები: საქართველოს წარმომადგენელი ჰუგო სინზეიმერის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე - საერთაშორისო შრომისსამართალი - ორჰუსის უნივერსიტეტი, ორჰუსი, დანია. კონფერენციის მონაწილე/ფინალისტი - "სოციალური და ეკონომიკური უფლებები" –Prolog, Gipa. აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე - „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თანამედროვე გამოწვევები პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“. პროექტის - "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" გამარჯვებული, 1-ლი ადგილი. სემინარის მონაწილე/მომხსენებელი - „ევროკავშირის რეგიონალური პოლიტიკა, ცვლილებები ბრექსიტის შემდეგ, ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა ევროზონაში“ - ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ტალინი, ესტონეთი. სემინარის მონაწილე  - „გზა ევროპული ინსტიტუტებისკენ, უახლესი მიღწევები ევროკავშირის გარემოს შესახებ კანონმდებლობაში, მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ვილნიუსი, ლიტვა. სამუშაო ვორქშოფის მონაწილე - პატენტის ვადის გაგრძელება და სამართლებრივი რეგულირება, სავაჭრო საიდუმლოების დაცვა, პარიზის უნივერსიტეტი შუდ, პარიზი, საფრანგეთი. სემინარის მონაწილე - ინსტიტუციონალური აქციონერების როლი და მათი მომსახურე ორგანიზაციები - ამსტერდამის უნივერსიტეტი, ამსტერდამი, ნიდერლანდები
ნაშრომები:"The role of the European Court of Human Rights in safeguarding the rule of  law on the example of  Article 5 of the European Convention on Human Rights"; „კორპორაციული საფარველის გაჭოლვა, როგორც კრედიტორდა დაცვის სამართლებრივი მექანიზმი საკორპორაციო სამართალში“; „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე“; „ქალაქ ფოთის განვითარების სტრატეგიული ხედვა“.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
 
ქართულიინგლისურირუსული