ირმა ლოხიშვილი - სამართლებრივი მკვლევარი
ირმა ლოხიშვილი 2018 წლის ოქტომბრიდან არის კონსტიტუციის 42-ე მუხლის სამართლებრივი მკვლევარი. 

განათლება:
2017-2018 წელს  დაასრულა ლუდვიგ-მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპის ეკონომიკის სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LL.M.), DAAD-ის სტიპენდიანტი. 2013-2015 წლებში დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2009-2013 წლებში დაასრულა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა.

სამუშაო გამოცდილება:
2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის სამართლებრივი მკვლევარი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ პროექტში „ევროსასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სისხლის სამართალსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა ადვოკატირებისა და კვლევის გზით“ (პროექტი დაფინანსებულია PROLoG-ის მიერ).
სექტემბერი/2016 - ოქტომბერი/2017 ანალიტიკოსი (იურისტი) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი „ჩემი ადვოკატი“.
მარტი/2016 - ივლისი/2016 - პრაქტიკანტი გერმანიის პარლამენტის ენერგიისა და ეკონომიკის კომიტეტში, გერმანიის პარლამენტის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის ფარგლებში (IPS).
2014-2016 - სამართლებრივი მრჩეველი, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველო.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები:
 ქართული, ინგლისური და გერმანული.