ქეთევან ფრუიძე - იურისტი
ქეთევან ფრუიძე 2018 წლის ოქტომბრიდან არის კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით“.

განათლება
:

2017-2018 წლებში მიენიჭა ჟენევის ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების აკადემიის მაგისტრის ხარისხი მიმართულებით „გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.“ 2014-2016 წლებში მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში. 2010-2014 მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხი.  

სამუშაო გამოცდილება:


2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი. 2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით იყო გარდამავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრის (ICTJ) კვლევითი პრაქტიკანტი. 2015-2017 წლებში მუშაობდა იურისტად იურიდიულ ფირმა „ღვინაძე და პარტნიორებში“. 2015 წელს იყო სტაჟიორ იურისტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში“. 2014-2015 წლებში იყო სტაჟიორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ განყოფილებაში.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები:
ინგლისური, რუსული, ფრანგული