ნათია კაციტაძე - აღმასრულებელი დირექტორი
ნათია კაციტაძე 2018 წლის თებერვლიდან კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორია.

განათლება:
2006-2007 წლებში-მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტი, უნგრეთი 2005–2006 წლებში-წარმატებით დაამთავრა პოლონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო საჯარო სამართლში, ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი 1998–2003 წლებში-წარმატებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:
2018 წლიდან დღემდე კონსტიტუციის 42- მუხლის აღმასრულებელი დირექტორია. 2015-2018 წწ. იყო საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი; 2013– 2015 წწ. საქართველოს სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი. 2007-2013 წწ. საქმიანობდა არასამთავრობო სექტორში - იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ სტრატეგიური სამართალწარმოების პროექტის კოორდინატორი/მთავარი იურისტი. წარმოადგენდა მომჩივანთა ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ ათეულობით საქმეში, მათ შორის იყო 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის დროს დაზარალებულთა წარმომადგენელი; ევროპულს სასამართლოში მოგებული აქვს 10-ზე მეტი სარჩელი. აქვს აკადემიური საქმიანობის გამოცდილება კავკასიის სამართლის სკოლაში 2009–2010 წწ.-ში. 2010 წლიდან ჩართულია ქართულაფხაზურ და ქართულოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ პროექტებში. 2008 წელს იყოს გაეროს განსახლების პროგრამის (UN HABITAT) ეროვნული კონსულტანტი. 2007 წ. პროფესიული სტაჟირება გაიარა ადამიანის უფლებათა სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ცენტრში (INTERIGHTS), ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
- ქართული, რუსული, ინგლისური