თამარ ხიდაშელი 2019 წლის მარტიდან მუშაობს კონსტიტუციის 42- მუხლის პროექტის „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ კოორდინატორის პოზიციაზე.

განათლება:

2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. იმავე წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.  

2006 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის განხრით და 2007 წელს მიენიჭა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის წოდება.

სამუშაო გამოცდილება:

2015-2016 წლებში იყო მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2013-2015 წლებში ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა" გუნდის ლიდერი. 2011 – 2013 წლამდე იკავებდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „ადამიანის უფლებებისა და მართმსაჯულების ხელმისაწვდომობა“ პროგრამის კოორდინატორის პოზიციას. 2011 წელს იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოკლევადიანი ექსპერტი. 2008-2010 წლებში იკავებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას. 2008 წელს იყო ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებელი მონტენეგროში. 2008 წელს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტად. 2006-2007 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრის მოხალისე. 2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პროექტის კოორდინატორად. 2001 – 2002 წლებში იყო მოზარდთა განვითარების ცენტრის იურისტი.

თამარ ხიდაშელი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის დამაარსებელი და პირველი ეროვნული კოორდინატორი (2009-2011 წწ.), აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (2009-2011), საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების კომისიის წევრი (2013-2015).

 


როლანდი ასაკაშვილი 1999 წლიდან  მუშაობს „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს იურისტად.

განათლება:
1994 წელს დაამთავრა აგრალური უნივერსიტეტი
2000 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩაბარებული აქვს 2003 წელს ადვოკატთა ტესტირება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისხლის სამართლის სპეციალიზაცია
ჩაბარებული აქვს 212 წელს ადვოკატთა ტესტირება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია,  სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

სამუშაო გამოცდილება:
 
1999 წლიდან არის ადვოკატი  ა.ა.ი.პ. „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს წევრი,
2002-2003 წლებში იყო ა.ა.ი.პ. „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს გამგეობის წევრი
2005 წლიდან არის  სსიპ ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი და წევრი
2013-2014 წლებში იყო ა.ა.ი.პ. „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს გამგეობის წევრი
1998-2001 წლებში მუშაობდა ადვოკატად პროექტში „უფასო სამართლებრივი დახმარება თბილისის საოლქო სასამართლოში სოციალურად დაუცველთათვის“
2001-2004 წლებში მუშაობდა კოორდინატორად პროექტში „უფასო სამართლებრივი დახმერბა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე“
2010-2013 წლებში მუშაობდა ადვოკატად პროექტში „უფასო იურიდიული დახმარება  საგადასახადო საკითხებზე „თბილისელების ადვოკატი“
2011 წელს მუშაობდა ექსპერტ/ტრენერად პროექტში კომერციული სამართლის გაუმჯობესებისა და იმპლემენტაციისათვის
2012 წელს მუშაობდა ადვოკატად პროექტში „სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად“
2013 წელს მუშაობდა კოორდინატორად პროექტში „მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება“
2014 წელს მუშაობდა კოორდინატორად პროექტში „მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად“
2015 წელს მუშაობდა ტრენერ/იურისტად პროექტში „აივ ინფექცია/შიდსის საკანონმდებლო ბაზისა და შესაბამისი პრაქტიკის შეფასება აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით და შიდსით დაავადებულთა და აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების უფლებების დაცვის ადვოკატირება“
2016 მუშაობდა ტრენერ/იურისტად პროექტში  „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“
2018 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა პროექტში იურისტად.

ტრქნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
: ქართული, რუსული.
 
ანა გუდაძე 2019 წლის იანვრიდან არის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში -  „ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“.

განათლება:
2018 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, დიპლომი წარჩინებით. ამავე წელს, მან გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში გაიარა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის კურსი. 2011-2015 წელს სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ზოგადი განათლება მიღებული აქვს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში.

სამუშაო გამოცდილება:
2019 წლიდან იანვრიდან დღემდე, არის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში -  „ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“.
2017-2018 წლებში იგი ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და თანამშრომლობდა სხვადასხვა კერძო კომპანიასთან.
2013-2017 წლებში მუშაობდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციაში“ იურისტისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
2015 წელს მუშაობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბიზნეს ფორუმზე.
დამატებითი ინფორმაცია:
2018 წლიდან დღემდე, არის, პროგრესის ცენტრისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე, ქალების გაძლიერების ქსელის მონაწილე.
2017 წლიდან დღემდე, არის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2017 წელს გაიარა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგი და ამავე ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგები სამართლის სხვადასხვა სფეროში მოქალაქეებისათვის.
2016 წლის შემოდგომის სემესტრში, უძღვებოდა სამართლის გაკვეთილებს ქ. თბილისის #60-ე საჯარო სკოლაში.
არის, მედიასამართლის სახელმძღვანელოსა (სერგი ჯორბენაძე, უშანგი ბახტაძე, ზურაბ მაჭარაძე, თბილისი, 2014) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის (GIZ, USAID, PROLoG Cooperation, http://www.gccc.ge) თანაავტორის (სერგი ჯორბენაძე) ასისტენტი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები: 
ქართული, ინგლისური, რუსული.

დიმიტრი ხაჩიძე 
განათლება:
ნათია კაციტაძე 2018 წლის თებერვლიდან კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორია.

განათლება:
2006-2007 წლებში-მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტი, უნგრეთი 2005–2006 წლებში-წარმატებით დაამთავრა პოლონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო საჯარო სამართლში, ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი 1998–2003 წლებში-წარმატებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:
2018 წლიდან დღემდე კონსტიტუციის 42- მუხლის აღმასრულებელი დირექტორია. 2015-2018 წწ. იყო საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი; 2013– 2015 წწ. საქართველოს სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი. 2007-2013 წწ. საქმიანობდა არასამთავრობო სექტორში - იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ სტრატეგიური სამართალწარმოების პროექტის კოორდინატორი/მთავარი იურისტი. წარმოადგენდა მომჩივანთა ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ ათეულობით საქმეში, მათ შორის იყო 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის დროს დაზარალებულთა წარმომადგენელი; ევროპულს სასამართლოში მოგებული აქვს 10-ზე მეტი სარჩელი. აქვს აკადემიური საქმიანობის გამოცდილება კავკასიის სამართლის სკოლაში 2009–2010 წწ.-ში. 2010 წლიდან ჩართულია ქართულაფხაზურ და ქართულოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ პროექტებში. 2008 წელს იყოს გაეროს განსახლების პროგრამის (UN HABITAT) ეროვნული კონსულტანტი. 2007 წ. პროფესიული სტაჟირება გაიარა ადამიანის უფლებათა სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ცენტრში (INTERIGHTS), ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
- ქართული, რუსული, ინგლისური
დევი დევდარიანი 2014 წლიდან კონსტიტუციის 42-ე მუხლის ფინანსური მენეჯერია. 

განათლება:
1990-1996 დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტის ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობა.
2012 წელი მარტიიდან მაისის ჩათვილით გაიარა თბილისი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან არსებული ბუღალტერთა მომზადების ცენტრში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო სისტემების ორთვიანი კურსი  და საბუღალტრო პროგრამა „ორის ბუღალტერია“.
2014 წლის 3-7 თებერვალს USAID-ში  წარმატებით გაიარა „სწრაფი ფინანსური სამუშაო შეხვედრა“.

სამუშაო გამოცდილება:

2013  - 2014 წლამდე მუშობდა შპს „GLG-N GEORGIA“-ში მთავარ ბუღალტერად.
2012 - 2015  მუშაობდა  ი.მ. „სპარტაკ ლურსმანაშვილი“ -ის  მთავარ ბუღალტერად.  
2009 -2012  იყო შპს „ნორმა ჯორჯია“-ას დირექტორი.
2008-2009 იყო შპს „სოლიდ ჯგუფი“ -ის დირექტორის მოადგილე.

ტექნიკური უნარ-ჩვევები
ენები
 - ქართული, რუსული; ინგლისური.
მარიან ჩიტიშვილი 2014 წლიდან „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია.

განათლება:
2007-2009 წელს მიენჭა ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშოერისო ურთიერთობიის მაგისტრის წონება,
2006 წელს მან ასევე მიიღო ამავე უნივრსტეტის ჟურნალისტის ბაკალავრის ხარისხი. 
2014 წელს გავლილი აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სასერთიფიკატო კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა). 2016-2017 წელს  მიღებული აქვს სერთიფიკატი სოციოლოგიასა და საჯარო პოლიტიკის ანალიზში.

სამუშაო გამოცდილება:
მარიამ ჩიტიშვილის აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
2003-2009 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად, როგორც გაზეთებში, ასევე რადიოში.
დღემდე  თანამშრომლობს რამდენიმე ტრენინგ ცენტრთან და უძღვება საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრენინგ კურსს.
მარიამ ჩიტიშვილი ასევე იყო პროექტ „იცოდე შენი უფლების“ კოორდინატორი და პროექტ „არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს“ ორგანიზატორ-ტრენერი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
 - ქართული, რუსული, ინგლისური
მარიამ მუქერია 2019 წლის მარტიდან მუშაობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლში” ადმინისტრატორის ასისტენტის თანამდებობაზე.

განათლება:
2018 წლიდან სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე;
2018 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის  საბაკალავრო პროგრამა.

სამუშაო გამოცდილება:
სექტემბერი/2018 - ნოემბერი/2018, კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ცენტრალური საარჩევნო კომისია;
აპრილი/2018 - აგვისტო/2018, კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში სტაჟიორი, ცენტრალური საარჩევნო კომისია;
აპრილი/2018 - ივნისი/2018, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოში სტაჟიორი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
ნოემბერი/2017 - დეკემბერი/2017 ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოში სტაჟიორი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
- ქართული, ინგლისური
რუსუდან გორთამაშვილი "კონსტიტუციის 42-ე მუხლს" 2019 წლიდან შემოუერთდა და მუშაობს ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

განათლება:
2010 - 2014 წწ. - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის ბაკალავრი;
2014 - 2016 წწ. - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - სოციალური მეცნიერებების მაგისტრი;
 
ტრენინგები და სერტიფიკატები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში - მედიაცია და განრიდება (Unicef, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი, 2012 წლის ოქტომბერი);
ტრენინგი შრომის სამართალში (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, 2014 წლის დეკემბერი).

სამუშაოგამოცდილება 
2014 . - 2019 წლამდე სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტიიურისტი; 

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
 - ქართული, ინგლისური.