„ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“
22.02.2019

პროექტის დასახელება: „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი, 2019 წ - 31 დეკემბერი, 2019 წ.

პროექტის მხარდამჭერი: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი  

პროექტის მიზანი: ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მფლობელთა და თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი დაცვა

პროექტის ამოცანები

I ამოცანა: სტატუსის განსაზღვრის პროცედურის ხარისხის და პროცედურაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

აღნიშნული ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები:

·       იურიდიული კონსულტაციის და დახმარების გაწევა ახლად ჩამოსული თავშესაფრის მაძიებლებისთვის; მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება თავშესაფრის ძიების ყველა სტადიაზე, მათ შორის, მარტყოფის მიმღებ ცენტრში;

·       სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების კვლევა;

·       გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება, თარგმნა და გავრცელება;

·       სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინტერნეტის საშუალებით;

·       სტატუსის მაძიებელი პირებისთვის იმ ინსტიტუტებისა და დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც სტატუსის მაძიებლებს სოციალურ და სხვა სახის დახმარებას უწევენ (ვისთვის შეიძლება დახმარებისთვის მიმართვა); ასევე, შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონეთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების შესახებ ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;  

·       საჭიროების შემთხვევაში, აქტიური ჩართულობა საკანონდებლო ცვლილებების პროცესში, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ პროექტის სამიზნე ჯგუფზე.  

II ამოცანა: იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის

აღნიშნული ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების განხორციელება:

·       სამართლებრივი დახმარების გაწევა თავშესაფრის ძიების ყველა სტადიაზე და სასამართლოში წარმომადგენლობა სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეებზე, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;   

·       ცალკეულ შემთხვევებში, წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე, პოზიტიური სამართალწარმოების და პრეცედენტული გადაწყვეტილებების  შექმნის მიზნით, სამართლებრივი დახმარების გაწევა სხვა კატეგორიის საქმეებში, მათ შორის, ნატურალიზაციის, უფლებებზე და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ან დაკავების შემთხვევებში;

·       ცალკეულ შემთხვევებში, თავშესარის მაძიებელთა ინტერვიუზე დასწრება მონიტორინგის მიზნით;

·       თავშესაფრის მაძიებლებისთვის დახმარების გაწევა თავშესაფრის განცხადების მომზადებაში;

·       სპეციალური საჭიროების მქონე პირების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესში პრიორიტეტის მინიჭება;

·       იურიდიული დახმარების სამსახურთან აქტიური კოორდინაცია;

·       იმ ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, სადაც ფიგურირებენ ლტოლვილები, ჰუმანიტარული სტატუსის მფლობელები ან თავშესაფრის მაძიებლები; საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების გაწევა.