ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით
17.10.2018

პროექტის დასახელება: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების (საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით) აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით.

პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის 1 სექტემბერი - 2019 წლის 31 ივლისი

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, პროექტი „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“.

პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის და სასამართლო რეფორმის ხელშეწყობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების/დანერგვის გაძლიერებული მონიტორინგის გზით, რათა ისინი შესაბამისობაში მოვიდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.

პროექტის ამოცანები:

· სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის გაძლიერება საქართველოში

· იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრაქტიკოსი იურისტების საქმიანობის ხელშეწყობა, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების ფარგლებში საქმის წარმოებაში/დავებში.

· ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული მექანიზმების გაძლიერება და მათი მონიტორინგი შიდასახელმწიფოებრივ დონეზე.