სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით
09.10.2018

პროექტის დასახელება: სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით.

პროექტის ხანგძლივობა: 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 01 მარტამდე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის.

 

პროექტის მიზანი: სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების სამართლებრივი დეფინიციის შემუშავება ქართული სამართლებრივი სივრცისთვის; შევიწროების/სექსუალური შევიწროების მსხვერპლთათვის საკუთარი უფლებების დაცვისთვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება.

პროექტის ამოცანები:

1. საჯარო სამსახურსა და კერძო სფეროში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლება სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების არსის შესახებ;

2. სტუდენტების, პროფესიონალი იურისტების ცნობიერების ამაღლება სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების პრობლემის გადასაწყვეტად საზოგადოების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე;

3. სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პირების ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ და მათი სამართლებრივი მხარდაჭერა;

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების დამცავი რეგულაციების შემუშავება;

5. საქართველოს კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების ცნების შემოტანის ადვოკატირება.

 

პროექტის ხანგძლივობა: 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 01 მარტამდე.

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი:

კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის.