ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება
29.11.2017

პროექტის სრული სახელწოდება: ,,ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება

პროექტის ხანგრძლივობა: 2016 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვით

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ევროკავშირი

პროექტის საერთო მიზანი: ქალი მსჯავრდებულების გაძლიერება, რომლებიც არიან ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლი და ასევე მათი დაუცველი შვილების თანადგომა, მხარდაჭერის სერვისებზე გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის საშუალებით

კონკრეტული ამოცანები:

შესაბამისი სარეაბილიტაციო და რეინტეგრაციის მხარდამჭერი სერვისების მიწოდება ქალი მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც იყვნენ ძალადობის, სტიგმის და დისკრიმინაციის მსხვერპლი;

მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იმ მოწყვლადი ბავშვებისთვის, რომლებზეც გავლენა იქონია დედების პატიმრობამ ან მსჯავრდებამ;

სახელმწიფო და არასახელმწიფო სერვისების მიმწოდებლების შესაძლებლობების და კოორდინაციის გაუმჯობესება, რათა უკეთ მიეწოდოთ სერვისები დაუცველ ქალებს და მათ შვილებს.

პროექტის ფარგლებში ფსიქო-სოციალური, სამედიცინო, იურიდიული და საგანმანათლებლო სერვისები სულ მიეწოდებათ 300 ბენეფიციარ ქალს (პატიმარი, ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი).

სამართლებრივი კონსულტაციების/დახმრების ბენეფიციართა რაოდენობა- 300, მათ შორის ასევე ბენეფიციარების არასრულწლოვანი, მოწყვლადი შვილები.