მიმდინარე პროექტები

პროექტის სახელწოდება: ,,სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს სიტუაციის გამოძიებაში“

პროექტის ხანგრძლივობა:  2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით

დონორი: ”ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო”

პროექტის მიზანი და ამოცანები:

2008 წლის ომის გამოძიებისას საისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერა, რომელიც მოიცავდა: თანამშრომლობას პროკურორის ოფისთან (OTP);  თანამშრომლობას კანცელარიასთან და მის განყოფილებებთან; გამოძიების პერიოდში დაზარალებულთა დახმარებას;  საერთაშორისო ადვოკატირებას.

პროექტის აქტივობები:

პროექტის აქტივობები მოიცავს დევნილთა ჩასახლების ადგილებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ინფორმირებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიების შესახებ, მათი საჭიროებების კვლევას სპეციალური კითხვარის მეშვეობით და ანგარიშის მომზადებას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წევრი ორგანიზაციების მიერ.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან:

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

Justice International (JI)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

პროექტის დასახელება: „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი, 2019 წ - 31 დეკემბერი, 2019 წ.

პროექტის მხარდამჭერი: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი  

პროექტის მიზანი: ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მფლობელთა და თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი დაცვა

პროექტის ამოცანები

I ამოცანა: სტატუსის განსაზღვრის პროცედურის ხარისხის და პროცედურაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

აღნიშნული ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები:

·       იურიდიული კონსულტაციის და დახმარების გაწევა ახლად ჩამოსული თავშესაფრის მაძიებლებისთვის; მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება თავშესაფრის ძიების ყველა სტადიაზე, მათ შორის, მარტყოფის მიმღებ ცენტრში;

·       სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების კვლევა;

·       გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება, თარგმნა და გავრცელება;

·       სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინტერნეტის საშუალებით;

·       სტატუსის მაძიებელი პირებისთვის იმ ინსტიტუტებისა და დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც სტატუსის მაძიებლებს სოციალურ და სხვა სახის დახმარებას უწევენ (ვისთვის შეიძლება დახმარებისთვის მიმართვა); ასევე, შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონეთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების შესახებ ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;  

·       საჭიროების შემთხვევაში, აქტიური ჩართულობა საკანონდებლო ცვლილებების პროცესში, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ პროექტის სამიზნე ჯგუფზე.  

II ამოცანა: იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის

აღნიშნული ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების განხორციელება:

·       სამართლებრივი დახმარების გაწევა თავშესაფრის ძიების ყველა სტადიაზე და სასამართლოში წარმომადგენლობა სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეებზე, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;   

·       ცალკეულ შემთხვევებში, წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე, პოზიტიური სამართალწარმოების და პრეცედენტული გადაწყვეტილებების  შექმნის მიზნით, სამართლებრივი დახმარების გაწევა სხვა კატეგორიის საქმეებში, მათ შორის, ნატურალიზაციის, უფლებებზე და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ან დაკავების შემთხვევებში;

·       ცალკეულ შემთხვევებში, თავშესარის მაძიებელთა ინტერვიუზე დასწრება მონიტორინგის მიზნით;

·       თავშესაფრის მაძიებლებისთვის დახმარების გაწევა თავშესაფრის განცხადების მომზადებაში;

·       სპეციალური საჭიროების მქონე პირების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესში პრიორიტეტის მინიჭება;

·       იურიდიული დახმარების სამსახურთან აქტიური კოორდინაცია;

·       იმ ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, სადაც ფიგურირებენ ლტოლვილები, ჰუმანიტარული სტატუსის მფლობელები ან თავშესაფრის მაძიებლები; საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების გაწევა.  

 

პროექტის დასახელება: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების (საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით) აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით.

პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის 1 სექტემბერი - 2019 წლის 31 ივლისი

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, პროექტი „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“.

პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის და სასამართლო რეფორმის ხელშეწყობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების/დანერგვის გაძლიერებული მონიტორინგის გზით, რათა ისინი შესაბამისობაში მოვიდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.

პროექტის ამოცანები:

· სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის გაძლიერება საქართველოში

· იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრაქტიკოსი იურისტების საქმიანობის ხელშეწყობა, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების ფარგლებში საქმის წარმოებაში/დავებში.

· ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული მექანიზმების გაძლიერება და მათი მონიტორინგი შიდასახელმწიფოებრივ დონეზე.