27 ივლისს, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა კონფერენცია „გირგვლიანის საქმე და სასამართლო პრაქტიკა“ გაიმართა. რომელიც ეხებოდა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტს "უზენაესი სასამართლოს მიერ “გირგვლიანის საქმეზე” მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი სასამართლოს პრაქტიკისფონზე", რომლის თანახმადაც იმდროინდელი საპროცესო კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით საკასაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება „გირგვლიანის საქმე“ დაებრუნებინა ხელახალი სასამართლო განხილვისთვის და ასევე მიეღო კერძო განჩინება. 


ამ თემის შესახებ იხილეთ პირველი არხის სიუჟეტი.
alt

კონსტიტუციის 42- მუხლი ახორციელებს პროექტს - "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით". 

პროექტის იურისტმა ირმა ლოხიშვილმა დილის საუბრებში ილაპარაკა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმსა და იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ამ პროცესში ეძლევათ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

alt
იუსტიციის უმღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საბჭოს წევრებმა ისე აირჩიეს, რომ შედეგების გასააზრებლად, უმაღლესი მათემატიკის ფორმულის გამოყენება გახდა საჭირო.
 
უზენაესი სასამართლოს კანდიდატი სულ 137 იყო, საბჭოს თითოეულ წევრს ამ 137-დან 20-ის შემოხაზვა შეეძლო. კენჭისყრის პროცესი ფარულად მიმდინარეობდა. შედეგად კი გამოვლინდა, რომ საბჭოს ოთხმა წევრმა ზუსტად ერთი და იგივე ოცი წევრი შემოხაზა და სხვა სამმა წევრმა სხვა ზუსტად ერთი და იგივე 20.
 
სასამართლოს ექსპერტები ეჭვობენ, რომ იუსტიციის საბჭოში ფარული კენჭისყრის დროს საბჭოს წევრები კანდიდატებს შეთანხმებულად ხაზავდნენ.
 
ამ თემაზე იხილეთ P.S. სიუჟეტი და კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის წევრის დიმიტრი ხაჩიძის შეფასება.


მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ პირველი არხის რადიო გადაცემა ღია სტუდიაში ისაუბრა 
 პროექტ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით“ იურისტმა ქეთი ფრუიძემ.

alt

აზერბაიჯანიდან დევნილი უფლებადამცველი, ავთანდილ მამედოვი ქართველმა პოლიციელებმა დააკავეს.

მამედოვის უფლებებს აფგან მუხთარლის ქართველი უფლებადამცველი, კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.

alt

საქართველოში ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების მდგომარეობასა და დაცვის მექანიზმებზე რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ისაუბრა ანა გუდაძემ, რომელიც პროექტ  "ტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში" იურისტია.



alt

შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და არსებული საგანგაშო ვითარების შესახებ პირველი რადიოს ღია სტუდიის ეთერში ისაუბრა "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილმა.

alt

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლება

შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ადამიანებს სამსახურის ძიებისას დამაბრკოლებლად ხვდებათ ქვეყანაში არსებული ბარიერები და შეზღუდვები, რაც წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს შშმპ დასაქმებისთვის.

რატომ უნდა დაასაქმოთ შშმ ადამიანი თქვენს კომპანიებში?

ისინი სანდო და ერთგული თანამშრომელები არიან;

დადებითად მოქმედებენ სამუშაო გარემოს მრავალფეროვნების შექმნაში და ამით ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქტსა და სერვისს;

ხელმისაწვდომი და თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნა ხელს უწყობს კომპანიის რეპუტაციის ზრდას;

და რაც მთავარია, მოაქვთ წარმატება და მეტი მოგება კომპანიისთვის.

შევიწროება სამუშაო ადგილზე

შევიწროების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ქალიც და კაციც.
შევიწროება შესაძლოა გამოიხატოს ფიზიკურ, ვერბალურ, არავერბალურ, არასასურველ ქცევაში, რა დროსაც ადამიანი თავს დამცირებულად გრძნობს.


ისარგებლე შენი უფლებით! გახადე შენი ხმა გადამწყვეტი!

შშმ პირებმა, კერძოდ, ფსიქო-სოციალური საჭიროების, ინტელექტუალური შეზღუდვისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებმა, საარჩევნო უფლებით სარგებლობის უფლება 2014 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღეს.