კონსტიტუციის 42-ე მუხლი ახორციელებს პროექტს ,,ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“.

პროექტის საერთო მიზანია ქალი მსჯავრდებულების გაძლიერება, რომლებიც არიან ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლი და ასევე მათი დაუცველი შვილების თანადგომა, მხარდაჭერის სერვისებზე გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის საშუალებით.

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მომუშავე იურიტები ანნა თვარაძე და სოფიკო ალექსიძე მუშაობენ მიმდინარე 7 საქმეზე.

29 ნოემბერს, 12:00 საათზე ადამიანის უფლებათა სახლში „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ გამართა პრესკონფერენცია საპატრულო პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ.

 

26 ნოემბერს თბილისში ნიკოლაძის ქუჩაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი გიორგი პერტაია საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მიაყენა შეურაცყოფა და დააკავა. იგი ავტომანქანაში  მეუღლესთან და არასრუწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

„მათ მომთხოვეს საბუთები, როდესაც მე გადავეცი ავტომანქანისა და ჩემი საბუთები პოლიციის თანამშრომლებმა დამიწყეს აგრესუილი საუბარი, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცყოფა და დამემუქრნენ. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დამადეს ხელბორკილები, ჩამსვეს საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში და გადამიყვანეს დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორში. გზაში პოლიციის თანამშრომლები მაყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცყოფას. ისინი მეუბნებოდნენ რომ ვიყავი ნასვამი, ასევე ვიყავი ნარკომანი და ამის გამო დამიჭერდნენ. ჩემი უარყოფისა და ნარკოლოგიურში შემოწმების მოთხოვნის შემდეგ მიპასუხეს რომ არ იყო პრობლემა, რადგან ნარკოტიკებს ჩადებას მარტივად შეძლებდნენ. მუქარასა და გინებასთან ერთად მაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცყოფასაც“- აცხადებეს გიორგი პერტაია.

27 ნოემბერს პერტაია გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე. მოსამართლემ პოლიციის თანამშრომლებს დაავალა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა და პროცესი 5 დეკემბრისთვის გადადო.

პოლიციის თანამშრომელთა ქმედებაში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ყოველივე ზემოაღნინულიდან გამომდინარე „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ითხოვს საქართველოს სსსკ მე-100 მუხლის თნახმად ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ულოცავს გიორგი გიუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხიდან გათავისუფლებას და ოჯახთან დაბრუნებას.

გიორგი გიუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, დაზარალებულის ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და მისი იურისტები არჩილ ჩოფიკაშვილი და დიმიტრი ხაჩიძე.

2008 წლის აგვისტომდე გიუნაშვილების ოჯახი სოფ. დისევში ცხოვრობდა, მათ საცხოვრებელი ადგილი ომის და ოკუპაციის შემდეგ იძულებით დატოვეს.

2016 წლის თებერვლის დასაწყისში გიუნაშვილებმა გაიგეს, რომ მათ სახლს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) სოფელ დისევში შლიდნენ უცნობი პირები და იპარავდნენ საშენ მასალებს. 08.06.2016წ როდესაც ძმები გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ათვალიერებდნენ სახლს სწორედ მაშინ გამოჩნდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული სამხედროები. თავისუფლების უკანონო აღკვეთისგან თავის დასაღწევად ძმებმა გაქცევა სცადეს, თუმცა  გიორგი გიუნაშვილის დააკავება მაინც მოახერხეს, ხოლო რეზო გიუნაშვილმა ტყვეობას თავი დააღწია. ძმის გატაცების შესახებ რევაზ გიუნაშვილმა  პოლიციას აცნობა.

17 ივნისამდე გიორგი გიუნაშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, ერთ-ერთი პირისაგან ოჯახისათვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი გიუნაშვილი იმყოფებოდა ცხინვალის ციხეში და მისგან ითხოვდნენ სხვადასხვა დანაშაულის აღიარებას.

2017 წლის 3 თებერვალს ოჯახისათვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი გიუნაშვილი  გაასამართლა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებულმა სასამართლომ და მიუსაჯა 20 წლით პატიმრობა. განაჩენის მიხედვით, 03.02.2017წ. ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ,, გიორგი გიუნაშვილს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახის წევრების განცხადებით აღნიშნული ბრალდებები არის გამოგონებული და არარეალური.

ადამიანის უფლებებზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ოლქში პასუხს აგებს რუსეთის ფედერაცია და ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიის სრულ, ეფექტურ და რეალურ კონტროლს.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ მომხდარი დანაშუალის შესახებ (გიორგი გიუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა) რუსეთის ფედერაციის მთავარ პროკურატურას აცნობა და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:

1. დაწყებულია თუ არა გამოძიება დაზარალებულ გიორგი გიუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, რა კვალიფიკაციით და ვინ იძიებს სს საქმეს?

2. მინიჭებული აქვს თუ არა გიორგი გიუნაშვილს დაზარალებულის სტატუსი შესაბამისი დადგენილებით?

3. რა საგამძიებო მოქმედებები ჩატარდა დღემდე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების და სისხლის სამართლებრივი დევნისთვის?

4. აქვს თუ არა გამოძიებას მოპოვებული ოკუპრებულ ცხინვალის რეგიონში თვითგამოცხადებული სასამართლოს განაჩენი ან, სხვა წერილობითი გადაწყვეტილება (საბრალდებო დასკვნა, პატიმრობის ბრძანება და ა.შ.) გიორგი გიუნაშვილის პატიმრობის თაობაზე. დადებით შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვცეთ მათი ასლი;

5. იგეგმება თუ არა თქვენს მიერ ღონისძიებები რის შედეგადაც მოხდება გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო პროკურატურიდან მიღებული პასუხის 15.05.2017. #2381 შესაბამისად, გიორგი გიუნაშვილი მართლაც დააკავეს რუსეთის ფედერაციის ფსბ-ს თანამშრომლებმა და სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს 03.02.2017წ განაჩენით მას მიუსაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მომხდარ დანაშაულზე გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოშიც.

ვინაიდან ქვეყნის შიგნით (რუსეთი და საქართველო) ვერავითარი ეფექტიან სამართლებრივი დახმარებას გიორგი გიუნაშვილი ვერ მიიღებდა ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ამზადებდა  შესაბამის განაცხადს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში.

ორგანიზაცია მზადაა მომავალშიც გააგრძელოს დაზარალებულ გიორგი გიუნაშვილის სამართლებრივი დახმარება და ასევე სხვა მოქალაქეების ინტერესების დაცვა მსგავსი ტიპის საქმეებზე.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, ეხმიანება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პროცესი დროულად, გამჭვირვალედ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმართოს.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას. სწორედ ამ სისტემური ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით.

ამ ფონზე, მისასალმებელია,  იუსტიციის მინისტრის განცხადება მექანიზმის შექმნის შესახებ მაღალი პოლიტიკური ნების გაჩენის თაობაზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები წლებია მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლებიან. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხზე დროული და ღია პროცესის წარმართვა.  დღემდე არსებული დახურულობა წარმოშობს რისკებს, რომ კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე შემუშავდება. ამასთანავე, საეჭვოა შეიქმნება თუ არა მექანიზმი იმ მანდატით და სტრუქტურით, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ და ეფექტურ გამოძიებას.

აუცილებელია ხელისუფლებამ იმსჯელოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისთვის  სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილების მინიჭებაზე. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, შესაძლო არაადამიანური მოპყრობის 90-ზე მეტი შემთხვევით მიმართეს საქართველოს პროკურატურას. ამ საქმეებიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში მოხდა ბრალის წაყენება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში პრობლემურია დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია, მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარი, დევნის არდაწყება ან შეწყვეტა. თითოეულ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. შესაბამისად, დამატებითი გარანტიების გარეშე, მხოლოდ საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი მექანიზმი შესაძლოა სრულად არაეფექტური დარჩეს.

საგანგაშოა ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, დამოუკიდებელი მექანიზმის ხელმძღვანელის შესაძლო შერჩევის შესახებ.  კოალიციის წევრი ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კუთვნილებით ან აფილირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელის დანიშვნა სრულად ეწინააღმდეგება მექანიზმის არსს. აუცილებელია კანდიდატი შეირჩეს გამჭვირვალე პროცესით, კანონში ნათლად გაწერილი კრიტერიუმებითა და საზოგადოების მაღალი ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მექანიზმი ვერ შეძლებს პოლიტიკური გავლენებისგან სათანადოდ დისტანცირებას, მიუკერძოებელი გამოძიების წარმოებასა და საზოგადოებაში ნდობის მოპოვებას.

 

შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 4 ივლისს, ტელეჟურნალისტებთან საუბრისას, მინისტრმა უარყო სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ქალ მსჯავრდებულთა სრული შემოწმების ფორმით გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების თაობაზე და იქვე შენიშნა, რომ „ბატონი უჩა გვაოცებს ხოლმე თავისი ნოვაციური აღმოჩენებით“.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალ მსჯავრდებულთა ე.წ. სრული შემოწმების პროცედურის უარყოფით შეფასებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პასუხი, ერთი მხრივ, ხელს არ უწყობს პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესს, მეორე მხრივ, კი შეურაცხმყოფელია და ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას.
მიგვაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო, შეურაცხმყოფელი განცხადების ნაცვლად, დაინტერესებული უნდა იყოს პენიტენციური სისტემის მეტი გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულებით, ასევე – სახალხო დამცველთან კონსტრუქციული თანამშრომლობით.
მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, პენიტენციურ სისტემაში ქალ მსჯავრდებულთა ღირსების შემლახავ შემოწმებასთან ერთად, კვლავ პრობლემად რჩება პატიმრების ხარისხიანი ჯანდაცვით, ჰიგიენური საშუალებებითა და ხანგრძლივი პაემნით უზრუნველყოფა, რაც სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს:
გადახედოს ქალ მსჯავრდებულთა ე.წ. სრული შემოწმების არსებულ პროცედურას და შეუსაბამოს იგი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ადამიანის პატივისა და ღირსების შესაფერის მოპყრობას.
მიიღოს სათანადო ზომები პატიმრების ხარისხიანი ჯანდაცვით, ჰიგიენური საშუალებებითა და ხანგრძლივი პაემნით უზრუნველყოფის კუთხით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
ციხის საერთაშორისო რეფორმა;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
საზოგადოებრივი დამცველი;
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით 2017 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის de facto რეჟიმის მიერ ახალგორის რაიონში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო
9 აგვისტოს ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პრესკონფერენცია გამართა რუსეთიდან დეპორტირებული
დღეს, 8 აგვისტოს, ცხრა წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომს შედეგად მოჰყვა ასეულობით ადამიანის მსხვერპლი.