შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა დამსაქმებელთა თვალთახედვით
28.03.2019

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა დამსაქმებელთა თვალთახედვით

კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ მომზადებული კვლევა კერძო და საჯარო სექტორში შშმ პირთა დასაქმების ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ. კვლევა მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

შშმ პირთა დასაქმების ხელისშემშლელი ბევრი ფაქტორი არსებობს საქართველოში; თითქმის ყველა მათგანი მთელი რიგი მიმართულებებით არსებით და სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს. როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის დამსაქმებლები უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორად არაადაპტირებულ ფიზიკურ გარემოს და სამუშაო სივრცეს ასახელებენ. სწორედ ამ პრობლემების გამოვლენასა და ანალიზს ემსახურება „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ მომზადებული კვლევა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა დამსაქმებელთა თვალთახედვით.

საჯარო სამსახურში მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები ხშირად არის დაბრკოლება შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმებისათვის, მაშინ როცა ცალკეული ვაკანსიისათვის შესაძლოა არც იყოს საჭირო მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; კერძო სექტორში კანონისმიერი ვალდებულების არსებობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების შესახებ არ ეწინააღმდეგებიან და მისაღებად მიაჩნიათ (ზოგიერთი დამსაქმებელი, გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ), თუმცა, მათი აზრით, კონკრეტული ვალდებულების დაკისრების წინ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ამა თუ იმ კომპანიის სამუშაო სპეციფიკის და ფიზიკური სივრცის ხელმისაწვდომობის საკითხი;

კერძო სექტორი დადებითად აფასებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სანაცვლად საგადასახადო პრივილეგიების შემოღების მექანიზმს; ასევე საჭიროდ მიაჩნიათ სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კერძო სექტორისათვის ფიზიკური გარემოსა და სოციალური სივრცის ადაპტირებაში დახმარება