კვლევები
უმცირესობების და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში
20.03.2019

სამაგიდო კვლევა "უმცირესობების და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში" მოამზადებულია ორგანიზაცია კონსტიტუციის 42- მუხლის“ მიერ.

კვლევა ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისის პროექტის – „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ფარგლებში, რომლის პარტნიორები არიან ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის და ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

კვლევის მიზანს წარმოადგენს უცხო ქვეყნის და მოქალაქეობის არმქონე პირების, ასევე უმცირესობის 1 წარმომადგენელი (რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური) პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა პენიტენციურ დაწესებულებაში.

კვლევა ჩატარდა ხსენებული მოწყვლადი ჯგუფების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების, საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ანალიზის მეთოდით, მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშებზე დაყრდნობით.

არსებული მდგომარეობის კვლევა ცხადყოფს, რომ სასჯელაღსრულების სისტემა არ ახდენს უმცირესობის (რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური) წარმომადგენელ და უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს, რომლებიც შესაძლოა სხვა პატიმრებთან შედარებით არახელსაყრელ პირობებში იმყოფებოდნენ. მონიტორინგის სისტემის არარსებობა ნიშნავს, რომ არ ხდება დასახელებული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობისათვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისად მათ გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებებზე მუშაობა. დამკვიდრებული მიდგომა კი იწვევს უმცირესობის (რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური) წარმომადგენელ და უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების მიმართ სხვა პატიმრების მსგავს მოპყრობას, რაც ცალკეულ შემთხვევებში, მათი საჭიროებების და კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას შეიძლება წარმოადგენდეს.

ბეჭდვა