ვაკანსია

ააიპ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის, 2 იურისტისა და სამართლებრივი კონსულტანტის პოზიციებზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებლთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება”.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი-31 დეკემბერი 2019

სამუშაოს დაწყების დრო: 1 იანვარი 2019

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების გაწევა; საქმისწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში; ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი მათი განსახლების ადგილებზე და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება; პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი)

- ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე, მათ შორის, თავშესაფრისა და ბინადრობის უფლების მიღების, ასევე, მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება

- სამართალწარმობის გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში; ეროვნულ სასამართლოებში წარმომადგენლობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად

- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად

- ენების ცოდნა: ინგლისური (B დონე), რუსული სასაუბრო

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება

- სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულად

- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა

- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა

- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება

ყველა ვაკანტური პოზიციისათვის კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1. დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა

2. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის გასაუბრება

3. მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის წერითი დავალება

გამოცხადებულ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი და ორი რეკომენდატორის მონაცემები ა/წ 25 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@article42.ge

სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

ააიპ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის, 2 იურისტისა და სამართლებრივი კონსულტანტის პოზიციებზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებლთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება”.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი-31 დეკემბერი 2019

სამუშაოს დაწყების დრო: 1 იანვარი 2019

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების გაწევა; საქმისწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში, საერთო სასამართლოებში, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი მათი განსახლების ადგილებზე და ანალიზი; შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და საკანონმდებლო წინადადებების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების მომზადება; პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი; სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში)

- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; სასურველია ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება

- სამართალწარმობის გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე

- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად

- ენების ცოდნა: ინგლისური (C1 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ ჩვევები:

- სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის კვლევის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე

- სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე

- პრეზენტაციების მომზადება/საჯარო გამოსვლები

- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა

- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა

- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება

ვაკანტური პოზიციისათვის კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1. დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა

2. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის გასაუბრება

3. მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის წერითი დავალება

გამოცხადებულ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი და ორი რეკომენდატორის მონაცემები ა/წ 25 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@article42.ge

სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

ააიპ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის, 2 იურისტისა და სამართლებრივი კონსულტანტის პოზიციებზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებლთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება”.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი-31 დეკემბერი 2019

სამუშაოს დაწყების დრო: 1 იანვარი 2019

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

პროექტის მართვა და მიმდინარეობაზე ზედამხედველობა; პროექტის გუნდის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და მის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა; პროექტის შენაარსობრივი ანგარიშების მომზადება; პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების გაწევა; საქმისწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში, საერთო სასამართლოებში, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საკანონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი; შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და საკანონმდებლო წინადადებების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; მედიასთან კომუნიკაცია; საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების მომზადება; პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი; სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში)

- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით  მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება; სასურველია ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება

- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება

- სამართალწარმობის გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე

- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად

- ენების ცოდნა: ინგლისური (C1 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ ჩვევები:

- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე სრულყოფილად

- სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და პრეზენტაბელურობა