კონკურსები

ააიპ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს კონკურსს სამართლებრივი მკვლევარის პოზიციებზე, პროექტის ფარგლებში - “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით”.

სამართლებრივი მკვლევარი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი 2018 – 31 ივლისი 2019

ანაზღაურება: 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადასახადების ჩათვლით

სამუშაოს დაწყების დრო: დაუყოვნებლივ

სამუშაოდ ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი; რელევანტური ეროვნული კანონმდებლობის კვლევა და ანალიზი; ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საერთო სასამართლოების პრაქტიკის კვლევა და ანალიზი; ინდივიდუალური საქმეების მონიტორინგი და სამართალწარმოება საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წერილობით კორესპონდენციის მომზადება; ინდივიდუალური საქმეებისა და საკანონმდებლო ანალიზის საფუძველზე ანგარიშის პროექტის მომზადება; საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების მომზადება; პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი; სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში)

- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

- სამართლებრივი კვლევის მომზადების გამოცდილება

- სამართალწარმობის გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე ჩაითვლება პრიორიტეტად

- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად

- ენების ცოდნა:

o ინგლისური სრულყოფილად;

o რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ ჩვევები:

- სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის კვლევის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე

- სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე

- პრეზენტაციების მომზადება/საჯარო გამოსვლები

- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა

- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა

- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება

ეტაპები:

- დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი და მათ მიერ ჩატარებული სამართლებრივი კვლევის ნიმუში ა/წ 11 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@article42.ge

ააიპ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს კონკურსს უფროსი იურისტისა პოზიციებზე, პროექტის ფარგლებში - “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით”.

1. უფროსი იურისტი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი 2018 – 31 ივლისი 2019

ანაზღაურება: 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადასახადების ჩათვლით

სამუშაოს დაწყების დრო: დაუყოვნებლივ

სამუშაოდ ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი და ანალიზი; რელევანტური ეროვნული კანონმდებლობის კვლევა და ანალიზი; ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საერთო სასამართლოების პრაქტიკის კვლევა და ანალიზი; ინდივიდუალური საქმეების მონიტორინგი და სამართალწარმოება, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წერილობით კორესპონდენციის მომზადება; სამართლებრივი მკვლევარის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს ზედამხედველობა; პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია/თანამშრომლობა; პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება; მედიასთან კომუნიკაცია; საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების მომზადება; პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი; სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში)

- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით  მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება

- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება

- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად

- სამართალწარმობის გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე ჩაითვლება პრიორიტეტად

- ენების ცოდნა:

o ინგლისური სრულყოფილად;

o რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ ჩვევები:

- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე სრულყოფილად

- სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და პრეზენტაბელურობა

- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა

- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა

- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება

-

ეტაპები

- დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა

- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება

- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ა/წ 11 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@article42.ge

პროექტის დასახელება: სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარებისა და ადვოკატირების გზით

პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო 2018 – 28 თებერვალი 2019

ანაზღაურება: 1 200 ლარი გადასახადების ჩათვლით

სამუშაოს დაწყების დრო: დაუყოვნებლივ

სამუშაოდ ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

- სამართლებრივი კონსულტაციების, უფროსი იურისტის დახმარებით, იურიდიული დახმარების გაწევა სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების მსხვერპლთათვის თბილისსა და რეგიონებში;

- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამაშრომლობა და დახმარება შევიწროვების პრევენციისა და მის წინააღმდეგ საბრძოლველად შიდა მარეგულირებელი აქტების მომზადებაში;

- უფროს იურისტთან ერთად, ტრენინგის მოდულის მომზადება და ტრენინგის ჩატარება იურიტებისათვის და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ოთხ რეგიონში სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების საკითხებზე, რომელიც მოიცავს ეროვნულ და საერთაშორისო რეგულაციების, ასევე ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების პრაქტიკის გაცნობას;

- პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების სამუშაო ვერსიის მომზადება;

- საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების სამუშაო ვერსიების მომზადება;

- პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება

- ერთი წლის სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებათა საკითხებზე, სასურველია თანასწორობის მიმართულებით

- სასურველია სამართალწარმობის გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე

- სასურველია ტრენინგების ჩატარების/ტრენერისათვის დახმარების გამოცდილება

- სასურველია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით

- ენების ცოდნა:

o ინგლისური სრულყოფილად;

o რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ ჩვევები:

- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება სრულყოფილად

- პრეზენტაციების/საჯარო გამოსვლების მომზადება

- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა

- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა

- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება

ეტაპები:

1. დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა

2. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@article42.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აცხადებს კონკურსს უფროსი იურისტის პოზიციაზე, კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისათვის (CFLI) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტისათვის.

1. პოზიცია: უფროსი იურისტი

პროექტის დასახელება: სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარებისა და ადვოკატირების გზით

პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო 2018 – 28 თებერვალი 2019

ანაზღაურება: 2 000 ლარი გადასახადების ჩათვლით

სამუშაოს დაწყების დრო: დაუყოვნებლივ

სამუშაოდ ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

- სამართლებრივი კონსულტაციების, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების გაწევა სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების მსხვერპლთათვის თბილისსა და რეგიონებში;

- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამაშრომლობა და დახმარება შევიწროვების პრევენციისა და მის წინააღმდეგ საბრძოლველად შიდა მარეგულირებელი აქტების მომზადებაში;

- ტრენინგის მოდულის მომზადება და ტრენინგის ჩატარება იურიტებისათვის და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ოთხ რეგიონში სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების საკითხებზე, რომელიც მოიცავს ეროვნულ და საერთაშორისო რეგულაციების, ასევე ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების პრაქტიკის გაცნობას;

- საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და სხვა აქტორებთან თანამშრომლობა, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების ლობირება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებათა საუკეთესო სტანდარტებთან;

- პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება;

- მედიასთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში, საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების მომზადება;

- პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში)

- ადამიანის უფლებათა საკითხებზე, მათ შორის თანასწორობის, (სასურველია სამუშაო ადგილებზე შევიწროვების/სექსუალური შევიწროვების) საკითხებზე მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება

- სამართალწარმოების გამოცდილება (სარჩელის, შესაგებლის, სხვა სამართლებრივი აქტების მომზადება, სასამართლო პროცესებში მონაწილეობა) ადმინისტრაციულ ორგანოებში, ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოებში

- საკანონმდებლო აქტების სამართლებრივი ანალიზის/დასკვნების მომზადების გამოცდილება

- თანასწორობის საკითხებზე ტრენინგის/სემინარის ჩატარების გამოცდილება

- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება

- სასურველია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით

- ენების ცოდნა:

o ინგლისური სრულყოფილად;

o რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ ჩვევები:

- სამართლებრივი დოკუმენტების სრულყოფილად მომზადება

- სასურველია ინგლისურ ენაზე წერის უნარ-ჩვევების ქონა

- სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე

- პრეზენტაციები/საჯარო გამოსვლები

- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა

- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა

- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება

ეტაპები:

1. დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა

2. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება

3. მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის გასაუბრება