აფგან მუხთარლის საქმე: ფაქტები და შეფასება
26.07.2019
წარმოდგენილი დოკუმენტი შეიცავს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებს და შეფასებებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანიდან დევნილობის გამო ცხოვრობდა საქართველოში, 2017 წლის 29 მაისს საქართველოში სავარაუდოდ გაიტაცეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც ის ციხეში აღმოჩნდა. 
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ფაქტებს თბილისში აფგანის გაუჩინარების და სავარაუდო გატაცების შესახებ, და ახდენს საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის გამოძიების ანალიზს, ასევე აზერბაიჯანის სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესების და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სამართალწარმოების შეფასებას. ანგარიშის მთავარი მიგნებები ეხება საქართველოში მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობას, კერძოდ საგამოძიებო უწყებების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემას; საქმის შესახებ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვების პრობლემას; სისხლის სამართლის საქმეში მუხთარლის სტატუსის პრობლემას და ასევე, უკანონო თვალთვალსა და დევნას.
საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება დღემდე გრძელდება. ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს ფაქტებს და მოვლენებს, რომელთა იდენტიფიცირება მოახდინა HRH-თბილისმა და მისმა წევრმა ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აფგან მუხთარლის საქმეზე მუშაობის დროს.