ანგარიშები
წარმოდგენილი დოკუმენტი შეიცავს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებს და შეფასებებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანიდან დევნილობის გამო ცხოვრობდა საქართველოში, 2017 წლის 29 მაისს საქართველოში სავარაუდოდ გაიტაცეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც ის ციხეში აღმოჩნდა. 
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ფაქტებს თბილისში აფგანის გაუჩინარების და სავარაუდო გატაცების შესახებ, და ახდენს საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის გამოძიების ანალიზს, ასევე აზერბაიჯანის სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესების და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სამართალწარმოების შეფასებას. ანგარიშის მთავარი მიგნებები ეხება საქართველოში მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობას, კერძოდ საგამოძიებო უწყებების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემას; საქმის შესახებ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვების პრობლემას; სისხლის სამართლის საქმეში მუხთარლის სტატუსის პრობლემას და ასევე, უკანონო თვალთვალსა და დევნას.
საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება დღემდე გრძელდება. ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს ფაქტებს და მოვლენებს, რომელთა იდენტიფიცირება მოახდინა HRH-თბილისმა და მისმა წევრმა ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აფგან მუხთარლის საქმეზე მუშაობის დროს.
 
ანგარიში  „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“  ასახავს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე, განსახლების ადგილზე მათ ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებს.

ანგარიშში, ასევე, საუბარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით 2016 წლის იანვარში დაწყებულ გამოძიებაზე, მის მიმდინარეობასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე.

ამავდროულად წარმოდგენილია რეკომენდაციები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი ორგანოებისთვის.
ანგარიშზე მუშაობისას საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 36 დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 2400 დევნილი ოჯახი.
ანგარიში მიზნად ისახავს, საზოგადოების ინფორმიერბას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციაზე დაწყებულ გამოძიებასა და დაზარალებულთა მდგომარეობაზე 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ.
ანგარიში მომზადდა ღია საზოგადოება ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის  „სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს სიტუაციის გამოძიებაში“ ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ.
“კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” 2019 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მოიცავს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზს სამ თემატურ საკითხზე. ყველა მათგანთან დაკავშირებით რეფორმების გატარება საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რომელთა აღსრულებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს.

ალტერნატიული ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ.
ადამიანის უფლებათა სახლმა და მასში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოამზადეს 2015 წლის ანგარიში რეგიონში ადამიანის უფლებების შესახებ. report – monitoring -Geo-Final