კახა წიქარიშვილი - გამგეობის თავმჯდომარე

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი გახდა. იგი ორგანიზაციის გამგეობამ 2019 წლის მარტში აირჩია და ამ უფლებამოსილებას 2 წლის განმავლობაში შეასრულებს.

განათლება:

1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა. 2004 წელს დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტი, ვაშინგტონის სამართლის კოლეჯი, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

კახა წიქარიშვილი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება:

1998-1999 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ლაბორანტად. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწედ. 2001 წელს მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროგრამის  ”Court Management Associates” იურისტად. ამავე პერიოდში, 2001-2004 წლებში, მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA CEELI) იურისტად. 2004-2005 წლებში განაგრძო მუშაობა (EUJUST THEMIS) ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიაში თანაშემწედ სამართლებრივ საკითხებში. 2005-2007 წლებში  იყო ნორვეგიის კანონის უზენაესობის საქართველოს  მისიის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. 2007-2011 წლებში მუშაობდა სასამართლოს ადმინისტრირების და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის (USAID JAMR) ხელმძღვანელის მოადგილედ. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში  შედარებითი სისხლის სამართლის კურსის ლექტორად. 2012 - 2013 წლებში, ასევე 2016-2018 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, ხოლო 2013 -2015 წლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი, ხოლო 2016 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (თავისუფლად), ფრანგული (თავისუფლად), ესპანური (კარგად), იტალიური (კარგად), გერმანული (საშუალოდ) რუსული (საშუალოდ).