გამგეობა

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი გახდა. იგი ორგანიზაციის გამგეობამ 2019 წლის მარტში აირჩია და ამ უფლებამოსილებას 2 წლის განმავლობაში შეასრულებს.

განათლება:

1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა. 2004 წელს დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტი, ვაშინგტონის სამართლის კოლეჯი, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

კახა წიქარიშვილი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება:

1998-1999 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ლაბორანტად. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწედ. 2001 წელს მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროგრამის  ”Court Management Associates” იურისტად. ამავე პერიოდში, 2001-2004 წლებში, მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA CEELI) იურისტად. 2004-2005 წლებში განაგრძო მუშაობა (EUJUST THEMIS) ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიაში თანაშემწედ სამართლებრივ საკითხებში. 2005-2007 წლებში  იყო ნორვეგიის კანონის უზენაესობის საქართველოს  მისიის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. 2007-2011 წლებში მუშაობდა სასამართლოს ადმინისტრირების და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის (USAID JAMR) ხელმძღვანელის მოადგილედ. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში  შედარებითი სისხლის სამართლის კურსის ლექტორად. 2012 - 2013 წლებში, ასევე 2016-2018 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, ხოლო 2013 -2015 წლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი, ხოლო 2016 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (თავისუფლად), ფრანგული (თავისუფლად), ესპანური (კარგად), იტალიური (კარგად), გერმანული (საშუალოდ) რუსული (საშუალოდ).

მაია ასაკაშვილი "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის წევრად საერთო კრებამ 2018 წელს ორი წლის ვადით აირჩია.
 
განათლება:
1989-1995  წელს დაამთავრა თბილისის  ივ. ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით2003-2005   წელს მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახ. პედაგოგიური  უნივერსიტეტის  სპეციალური განათლების( კორექციული პედაგოგიკის,  სპეციალობა- ოლიგოფრენოპედაგოგი)  სპეც.პედაგოგიკის  დოქტურანტურის ხარისხი.    
სამუშაო გამოცდილება  
1993_2004   წელს მუშაობდა  გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკის ჟურნალისტად. 1997წლიდან დღემდე  არის  ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის”    დამფუძნებელი და გამგეობის      თავმჯდომარე2004-2007  წლებში იყო ,,დამოუკიდებელი მედიის განვითარების კავშირის” თავმჯდომარე2005-2009  წლებში მუშაობდა  205- საჯარო (სკოლა-პანსიონი) სკოლის დირექტორად2006 -2007 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტისსპეციალური განათლების პედაგოგიკის კათედრის ლექტორი და  სპეციალური და  ინკლუზიური განათლების პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მაძიებელი2011-2013 წლებში უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამაგსიტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის სამაგისტრო კურსითველოს ,,ჟესტური ენის სწავლების მეთოდიკას.” 2012   წლიდან  დღემდე არის შშმ  პირთა   დღის   ცენტრის  ხელმძღვანელი.  

2014-2016 წლებში იყო 
პირველი   სამედიცინო  რადიოს საავტორი  გადაცემა ,,ადამიანები   განსხვავებული   შესაძლებლობებით    ავტორი  და    წამყვანი;  2014-2016 წლებში იყო ჟურნალი ,,იმედი+’’ მთავარი   რედაქტორის   მოადგილე2016 წლიდან დღემდე ხელმძღვალებს ხის    სოციალური   საწარმო  ,,სხივს’’.
2016-2017 წლებში იყო ,,IT’’ თანამედროვე   საგანმანათლებლო   და    თერაპიული   ინსტრუმენტების      გამოყენებით   ინტელექტუალური   შეზღუდვის    მქონე   პირებთან   მუშაობის    თანამედროვე    მეთოდების ტრენერი     

ტექნიკური უნარ-ჩვევები :
ენები :
 ქართული, რუსული, ინგლისური.

 

 

 

 

დიმიტრი ხაჩიძე 2019 წლის 15 მარტს  „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს საერთო კრების მიერ არჩეული იქნა გამგეობის წევრად. 
განათლება:
როლანდი ასაკაშვილი 2019 წლის 15 მარტს  „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს საერთო კრების მიერ არჩეული იქნა გამგეობის წევრად.

განათლება:
1994 წელს დაამთავრა აგრალური უნივერსიტეტი
2000 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩაბარებული აქვს 2003 წელს ადვოკატთა ტესტირება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისხლის სამართლის სპეციალიზაცია
ჩაბარებული აქვს 212 წელს ადვოკატთა ტესტირება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია,  სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

სამუშაო გამოცდილება:
 
1999 წლიდან არის ადვოკატი  ა.ა.ი.პ. „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს წევრი,
2002-2003 წლებში იყო ა.ა.ი.პ. „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს გამგეობის წევრი
2005 წლიდან არის  სსიპ ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი და წევრი
2013-2014 წლებში იყო ა.ა.ი.პ. „ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს გამგეობის წევრი
1998-2001 წლებში მუშაობდა ადვოკატად პროექტში „უფასო სამართლებრივი დახმარება თბილისის საოლქო სასამართლოში სოციალურად დაუცველთათვის“
2001-2004 წლებში მუშაობდა კოორდინატორად პროექტში „უფასო სამართლებრივი დახმერბა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე“
2010-2013 წლებში მუშაობდა ადვოკატად პროექტში „უფასო იურიდიული დახმარება  საგადასახადო საკითხებზე „თბილისელების ადვოკატი“
2011 წელს მუშაობდა ექსპერტ/ტრენერად პროექტში კომერციული სამართლის გაუმჯობესებისა და იმპლემენტაციისათვის
2012 წელს მუშაობდა ადვოკატად პროექტში „სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად“
2013 წელს მუშაობდა კოორდინატორად პროექტში „მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება“
2014 წელს მუშაობდა კოორდინატორად პროექტში „მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად“
2015 წელს მუშაობდა ტრენერ/იურისტად პროექტში „აივ ინფექცია/შიდსის საკანონმდებლო ბაზისა და შესაბამისი პრაქტიკის შეფასება აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით და შიდსით დაავადებულთა და აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების უფლებების დაცვის ადვოკატირება“
2016 მუშაობდა ტრენერ/იურისტად პროექტში  „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“
2018 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა პროექტში იურისტად.

ტრქნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
: ქართული, რუსული.