პროექტის დასახელება: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების ხელშეწყობა“
01.10.2018

პროექტის სახელწოდება: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების ხელშეწყობა“

პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის 1 ოქტომბერიდან 2018 წლის 31 ნოემბერის ჩათვით

დონორი: ფრიდრიჰ ებერტ შტიფტუნგ საქართველო.

პროექტის მიზანი და ამოცანები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა კვლევისა და ადვოკატირების გზით.

1. გამოვლინდა გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას კერძო და საჯარო სექტორში;

2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჯარო და კერძო სექტორში შრომის ბაზრის გახსნის მიზნით.

პროექტის აქტივობები:

პროექტის გუნდმა ჩაატარა საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, თუ როგორ გაიზარდა მოტივაცია კერძო კომპანიებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისთვის კუთხით.

პროექტის გუნდის მიერ ჩატარებული სამაგიდო კვლევისა და კვლევის საფუძველზე შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო ინიციატივებს ან / და შემოთავაზებულ წინადადებებს არსებული სახელმწიფო დასაქმების პროგრამების განვითარებისთვის;

პროექტის გუნდმა შეისწავლა არის თუ არა სხვადასხვა სამუშაო ბაზრის პლატფორმები ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისთვის, განსაკუთრებით მათთვის. შესწავლის შემდეგ მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები.