იურიდიული კლინიკა
02.02.1998

პროექტის სახელწოდება: იურიდიული კლინიკა

პროექტის ხანგრძლივობა: 1998-2004 წლები 

დონორი:  ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია

პროექტის მიზანი და ამოცანები: პროექტის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის შექმნა და ახალგაზრდა იურისტთათვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება, მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარება.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის 500-მდე სტუდენტი დაეუფლა საადვოკატო საქმიანობას. გუნდური მუშაობის პრინციპით, კლინიკის მონაწილენი იცავდნენ კლიენტის ინტერესებს; გამოცდილი ადვოკატების მეთვალყურეობით, უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საქმეს წარმოებაში: ადგენდნენ საპროცესო დოკუმენტებს, მოქალაქეებს უწევდნენ იურიდიულ კონსულტაციებს, ახორციელებდნენ წარმომადგენლობას ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ასევე საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ქვემდებარე საქმეებზე. პროგრამის ფარგლებში ვაწარმოებდით ისეთ საქმეებს, რომლებზეც მოპასუხედ სახელმწიფო ორგანო გამოდიოდა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე მრგვალი მაგიდა და იმიტირებული პროცესი სტუდენტთა უშუალო მონაწილეობით. იმიტირებულ პროცესებზე, მოდავე მხარეებსა და სასამართლოს შემადგენლობას, პროგრამის მონაწილენი წარმოადგენდნენ. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ ექსპერტები სამართლებრივ საკითხებში, პრაქტიკოსი ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები. განიხილებოდა აქტუალური და პრობლემური საკითხები.

პროექტის განხორციელების შედეგად, 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულლტეტის 500-მდე სტუდენტმა შეისწავლა საადვოკატო საქმიანობა და შეიძინა ამ პროფესიისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები; მოვემსახურეთ 5000-მდე კლიენტს და ვაწარმოეთ 600-მდე საქმე, აქედან, – 400-ზე მეტი წარმატებული.

აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რაზეც მეტყველებს დონორი ორგანიზაციის ანგარიშები და ის სატელეფონო ზარები, რომლებიც ყოველდღიურად ოფისში გაისმის. არის ძალიან ბევრი მსურველი, რომელთაც სურთ კლინიკის პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

კლინიკის პროგრამის წარმატებული მონაწილენი დღემდე განაგრძობენ ადამიანის უფლებათა დაცვას და აქტიურ საქმიანობას ორგანიზაციაში.