დასრულებული პროექტები
საზოგადოების მიმართ ხელისუფლების ანგარიშვალდებულებების გაზრდა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში
03.02.2005

პროექტის სახელწოდება: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პატიმართა უფლებებსა და პენიტენციალურ სისტემაზე

პროექტის ხანგრძლივობა: 2005 წლის ივნისი-აგვისტო

დონორი:  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia)

პროექტის მიზანი და ამოცანები:

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პატიმართა უფლებების შესახებ.

პროექტი მოკლევადიანი იყო და მიზნად ისახავდა მთელ რიგ საგანმანათლებლო სახის ღონისძიებებს, რომელთა საშუალებითაც, მნიშვნელოვნად, უნდა ამღლებულიყო როგორც საზოგადოების, ასევე უშუალოდ პატიმრებისა და ციხის ადმინისტრაციის ცოდნის დონე პატიმართა უფლებებსა და მოვალეობებზე, ზოგადად პენიტენციალურ სისტემაზე.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში გამოიცა ბიულეტენი, რომელშიც განმარტებული იყო პატიმართა უფლებანი და ჩამოყალიბებული იყო პატმართა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ძირითადი ხელისშემშლელი პირობები. ბიულეტენი ფართოდ გავრცელდა საზოგდოებაში, იგი ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი მსურველისათვის.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: გამოიცა საინფორმაციო ფურცელი ერთად დავიცვათ პატიმართა უფლებები”; მომზადდა სატელევიზიო ვიდეო-კლიპი პატიმართა უფლებების შესახებ და დოკუმენტური ფილმი დაბრუნება”, რომელიც მიეძღვნა პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციის პრობლემას, ტელეკომპანია ,,იმედთან თანამშრომლობით, მომზადდა სპეციალური 52 წუთიანი სატელევიზიო თოქ-შოუ ,,პატიმართა უფლებები და პენიტენციალური სისტემის რეფორმა”; რეგიონალური და ცენტრალური ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცა სხვადასხვა პროგრამები პატიმართა უფლებებზე”. პროექტის ფარგლებში გაიმართა ორი მრგვალი მაგიდა. პირველი მრგვალი მაგიდა ციხე-პატიმარი-საზოგადოება გაიმართა რუსთავის მე-6 საპყრობილის ტერიტორიაზე. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, იუსტიციის სამინისტროს, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. მათთან პრობლემებზე და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.

მეორე მრგვალი მაგიდა გაიმართა იუსტიციის სამინისტროში და მიეძღვნა ზოგადად პენიტენციალური სისტემის რეფორმირების პროცესს. მრგვალ მაგიდაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა ექსპერტებმა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პროექტის მიმდინარეობისას, აქტიურად გამოიკვეთა საზოგადოების ინტერესი პროექტისადმი. ამაზე მეტყველებდა მოსახლეობის მხრიდან უამრავი სატელეფონო ზარი და წერილი. დონორმა ორგანიზაციებმა პროექტი წარმატებულად მიიჩნიეს და მაღალი შეფასება მისცეს, რაც შესაბამისად ასახულია დონორი ორგანიზაციების ანგარიშებში.

ბეჭდვა