სასოფლო რაიონებში მცხოვრებ ქალებში ინფორმირებულობის ამაღლების ხელშემწყობი კამპანიები
21.06.2014

პროექტის სახელწოდება: სასოფლო რაიონებში მცხოვრებ ქალებში ინფორმირებულობის ამაღლების ხელშემწყობი კამპანიები“

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის 20 ივნისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით

დონორი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

პროექტის მიზანი და ამოცანები:

სოფლად მცხოვრები ქალების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და დემოკრატიული პროცესების სტიმულირება სემინარების ჩატარების სახით.

პროექტის აქტივობები:

საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმა, ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა.

პროექტის ფარგლებში დამზადდა პასპორტი და  საინფორმაციო ბუკლეტი.