მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება
02.01.2013

პროექტის სახელწოდება: “მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება”.

პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის 2 იანვრიდან 2014 წლის 31 ივლისის ჩათვით

დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

პროექტის მიზანი და ამოცანები:

ადვოკატირების კამპანიების წარმოება, გადამხდელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება; გადამხდელთა ინტერესების დაცვა შესაბამის ორგანოებში; მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელთა ნდობის ხარისხის ამაღლება საქართველოს მართმსაჯულების სისტემის მიმართ; მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა პრობლემების შესახებ რეკომენდაციების გაზიარება.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში გაწეული იურიდიული დახმარების შედეგად გამოიკვეთა რამოდენიმე საქმე, რომელშიც პროექტში დასაქმებული ადვოკატების დახმარებით მეწარმეებმა მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს. პროექტის მიმდინარეობისას წარმოებაში იქნა მიღებული 24 საქმე,  ხოლო წარმატებით დასრულდა 14 საქმე.