ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების მიერ
06.02.2016

პროექტის სახელწოდება: „ევროკავშირსაქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების მიერ“

პროექტის ხანგრძლივობა: 2016 წლიდან 2017 წლამდე

დონორი: საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ციხის საერთაშორისო რეფორმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კავშირი „საფარი“, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის.

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტები და მონიტორინგის ერთი წლის ანგარიში „ასოცირების დღის წესრიგის პოლიტიკური ნაწილის შესრულება – პირველი წლის შესრულება“, რომელიც მოიცავდა შემდეგ ცხრა სფეროს: მართლმსაჯულება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადმინისტრაციული რეფორმა, წამება და არასათანადო მოპყრობა, პროფესიული კავშირთა უფლებები და ძირითადი შრომის სტანდარტები, თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, საარჩევნო გარემო, მედიის თავისუფლება და ენერგოუსაფრთხოება.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეაფასეს იმ რეფორმების განხორციელების პროცესი და მიღწეული შედეგები, რომელიც დაგეგმილი იყო საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით; შეიმუშავეს და ქვეყნის ხელისუფლებას, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებს, წარუდგინეს რეკომენდაციები. პროექტის მიმდინარეობისას მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობდა ევროპის პარლამენტთან, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლებთან.

პროექტის გუნდი ასევე ჩაერთო ასოცირების დღისწესრიგის განახლებისა და ასოცირების დღისწესრიგის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.