სტრუქტურა

კონსტიტუციის 42–ე მუხლის მართვის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, რომლის მოწვევა ხდება წელიწადში ერთხელ. საერთო კრებებს შორის დროის მონაკვეთში ორგანიზაციის საქმიანობას უძღვება საერთო კრების მიერ როტაციის წესით არჩეული გამგეობა და გამგეობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

მართვის ეფექტურობისათვის, გამგეობა 2 წლის ვადით ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც აღჭურვილია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით და მოქმედებს ორგანიზაციის სახელით. აღმასრულებელი დირექტორის დაქვემდებარებაშია ორგანიზაციის ადმინისტრაცია.