ორგანიზაციის მისია

ვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ჩვენ წვლილი შეგვაქვს ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებაში.

ორგანიზაციის ფასეულობები:

  1. დემოკრატიული საზოგადოება კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრვებით ყალიბდება;
  2. ადამიანის უფლებათა პატივისცემა სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების გარანტია;
  3. ნდობა კვალიფიციური საქმიანობით მოიპოვება.
  4. მნიშვნელოვანი შედეგები გუნდური მუშაობით მიიღწევა;

ორგანიზაციის მიზნები

  1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და მეორე თავის სხვა მუხლებით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დამკვიდრება და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
  2. კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება;
  3. მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე ზრუნვა;
  4. ადამიანის უფლებადამცველ პირთათვის, მათი საქმიანობის განხორციელებაში თანადგომა და მათი პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა;
  5. საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და მართლშეგნების ამაღლება;
  6. იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის ამოცანები

  1. ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა, შედარებითი ანალიზი და დანერგვა;
  2. სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანოებში;
  3. მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და მის სრულყოფაზე ზრუნვა;
  4. თანამშრომლობა ადამიანის უფლებადამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის იურისტთა პროფესიულ გაერთიანებებთან;
  5. საგანმანათლებლო საქმიანობა;
  6. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიების წარმოება.