ავტოსაგზაო შემთხვევებისას გამოყენებული სანქციები და სასამართლო პრაქტიკა

სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული სანქციის მაქსიმუმს შეადგენს შესაბამისად, სამ წლამდე და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ვხედავთ საქნქციის სახით დამნაშავეს შესაძლოა შეეფარდოს 500 ლარი ჯარიმიდან  5 წლამდე პატიმრობის ფარგლებში. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში მაქსიმალურად ვეცადეთ არ მოხვედრილიყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებზედაც განაჩენი საქმის არსებითი განხილვის გარეშე იყო გამოტინილი, ანუ საპროცესო შეთანხმებით. ვინაიდან თავისთავად საპროცესო შეთანხმება გულისხმობს კანონით გათვალისწინებულ სასჯელზე მსუბუქი სასჯელის შეფარდებას.  განვიხილოთ აღნიშნული მუხლის თითოეულ ნაწილზე არსებული სასამართლო პრაქტიკა. 276-ე მუხლის პირველი ნაწიილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე შეინიშნება მცირედი განსხვავება 2014 და 15-16 წლებში არსებულ პრაქტიკას შორის, კერძოდ, თუ 2014 წლისთვის გადაწყვეტილებების 50%-ში გამოიყენეს პირობითი მსჯავრი გამოსაცდელ ვადასთან ერთად. ისეთ შემთხვევებში კი როდესაც სასჯელის სახით დამნაშავეს დაენიშნა ჯარიმა ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში. რიგ შემთხვევებში დამატებითი სასჯელის სახით გამოყენებული იყო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან/და 6 თვემდე ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა. 2015-16 წლებში სასჯელები უფრო ლიბერალურია და შემოიფარგლება ჯარიმით 500 ლარიდან 1000 ლარამდე თანხის ფარგლებში. გამონაკლისები, რა თქმა უნდა,  ამ პერიოდშიც არსებობს და უმრავლეს შემთხვევაში გაჩნია დასაბუთებაც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვერ შევხვდით შემთხვევას როდესაც 276-ე მუხლის პირველ ნაწილზე გამოყენებული იყო რეალური თავისუფლების აღკვეთა და დანიშნული სასჯელები შემოიფარგლება პირობითი მსჯავრითა და გამოსაცდელი ვადით 6-დან 18 თვემდე ვადით. ძირითადი არგუმენტაცია რაც ასეთ სასჯელებს განასხვავებს სხვა უფრო მსუბუქი სასჯელებისაგან გახლავთ ბრალდებულის ქმედება, მაგალითად: საერთოდ არ ჰქონდა მართვის უფლება და მართავდა ავტომანქანას, მიატოვა შემთხვევის ადგილი, არ აუნაზღაურებია ზიანი, ერთ შემთხვევაში ბდალდებული თვითონ ითხოვდა რომ მას შეფარდებოდა პირობითი მსჯავრი და არა ჯარიმა ვინაიდან ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მას არ გააჩნდა ჯარიმის გადახდის საშუალება. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ისეთ უკიდურეს სასჯელის ზომას როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა ჩვენ ვერ შევხვდით იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბრალდებული პირი იძებნებოდა და არ ცხადდებოდა სასამართლოში, სანქციის სახით გამოყენებული იქნა ჯარიმა მართვის უფლების ჩამორთმევასთნ ერთად და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერაც.

განსხვავებით 276-ე მუხლის პირველი ნაწილისაგან, სადაც გამოყენებული სანქციები შედარებით მრავალფეროვანია, მეორე ნაწილის შემთხვევებში (იგივე ქმედება ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) ასეთ მრავალფეროვნებას ვერ ვხვდებით, ასევე არანაირი სხვაობა არაა დროის სხვადასხვა პერიოდშიც. დანიშნული სასჯელები მერყეობს  ორი ან სამი წლით პირობითი მსჯავრით შესაბამისი გამოსაცდელი ვადითა და რიგ შემთხვევებში მართვის უფლების ჩამორთმევით. მიუხედავად პირველ ნაწილთან შედარებით მკაცრი მიდგომისა, ჩვენ ვერც მეორე ნაწილის შემთხვევაში ვერ შევხვდით სასამართლოს მიერ სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენებას გარდა ერთი გამონაკლისის, როდესაც პირი არ ცხადდებოდა სასამართლოში. რაც შეეხება კონკრეტული სასჯელის ზომის დასაბუთებას სასამართლოს არგუმენტაცია ამ ნაწილის ყველა შემთხვევაში ერთგვაროვანია.

Post author

Leave a Reply