წარმატებული საქმე

პროექტის  ფარგლებში განხორციელებული  გასვლითი ვიზიტების დროს ორგანიზაციას მომართა დაზარალებულმა ქალბატონმა მემკვიდრეობის გაფორმებასთან დაკავშირებით.

2016 წლის 29 ივნისს მემკვიდრეობით მან მიიღო გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო ქონება, ხოლო როდესაც  განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტყილებით მას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება (გადაფარვა). აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც შეუძლებელი გახდა მემკვიდრეობით მიღებული ქონების დარეგისტრირება მის სახელზე. ადგილი ქონდა  მეზობლების მიერ აზომვითი სამუშაოების დროს დაშვებულ შეცდომას, ვინაიდან რეალურად ამ მიწას ფლობდა და სარგებლობდა საკონსულტაციოდ მოსულმა ქალბატონმა და მისმა ოჯახმა.  საჯარო რეესტრმა  კი უარს აცხადებდს თავისი ძალებით გამოასწორებინა ეს შეცდომა.

ორგანიზაციის ადვოკატებმა აღნიშნული საკითხი გაასაჩივრეს სასამართლოში. 28 აპრილს ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ქალბატონის სასარგებლოდ – გააუქმა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი, შესაბამისი წესების დაუცველოს გამო.

შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლისთანავე, მოსარჩელე შეძლებს, მემკვიდრეობით მიღებული ქონების საკუთარ სახელზე დარეგისტრირებას.

აღნიშნულ საქმეზე წარმოებულ იქნა „ქალთა, განსაკუთრებით კი  ეთნიკური უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართმსაჯულებაზე ხელმისაწყვდომობის ხელშეწყობა“ პროექტის ფარგლებში, PROLoG -ის ფინანსური მხარდაჭერით.

Post author

Leave a Reply