კიდევ ერთი წარმატებული საქმე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმეზე

6 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სამსახურში აღადგინა ააიპ “თბილისის N 64 საბავშვო ბაგა-ბაღი”-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, თამარ ურუშაძე. სასამართლომ დაადგინა, რომ თამარ ურუშაძე პოლიტიკური ნიშნით იყო სამსახურიდან გათავისუფლებული. მოპასუხე საბავშვო ბაღს სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურებაც კი დააკისრა დისკრიმინაციის გამო პოლიტიკური ნიშნით.

თამარ ურუშაძე 2008 წლიდან მოყოლებული მუშაობდა დირექტორის მოადგილედ თბილისის N 64-ე საბავშვო ბაგა-ბაღში. 2016 წლის 19 მაისს დამსაქმებელმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება, რომელიც უვადო იყო. გათავისუფლების მიზეზად მითითებული იყო საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული საფუძველი – “სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.” მოპასუხემ ვერ დაასაბუთა თუ რა ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობეს თამარ ურუშაძის სამსახურიდან გათავისუფლება.

სასამართლოში N 64 საბავშვო ბაგა-ბაღი-ის დირექტორის ყოფილ მოადგილეს თამარ ურუშაძეს “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი ანზორ ხატიაშვილი იცავდა.

Post author

Leave a Reply