სასამართლო პრაქტიკა ავტოსაგზაო შემთხვევებზე

სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშული (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მარტივ ენაზე რომ ვთქვათ ავტოავარია,  საქართველოში ერთერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშულს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული დანაშაული გაუფრთხილებელობით დანაშაულს წარმოადგენს. თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ,  მხოლოდ იმ საქმეების რაოდენობა რომლებზედაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 2014-16 წლებში, რვაასიდან ათასამდე მერყეობს, უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები, რომლებით სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, იგივე პერიდში ამ დანაშაულისათვის დაწყებული გამოძიებათა რიცხვი სამი ათასს აჭარბებს თითოეული წლისათვის. რეგისტრირებული შემთხვევების დაახლოვებით ათ პროცენტი წარმოადენს ისეთ ავტოსაგზაო შემთხვევებს რომლებიც მსხვერპლით დასრულდა. (276-ე მუხლის მე-5, მე-8 ნაწილები) პოლიციისა და პროკურატურის სტატისტიკურ მონაცემებს შორის ასეთი სხვაობა ერთის მხრივ შესაძლებელია ცოტა უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგალითად თუ რატომაა მხოლოდ საქმეების მესამედზე დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნა?! თუმცა მეორეს მხრივ ასეთი სხვაობის არსებობა მონაცემებს შორის ობიექტურადაა შესაძლებელი, ვინაიდან ნორმა ბლანკეტურია, მოქმედი კანონმდებლობით კი დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ორგანო, რომელსაც წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, ხოლო იმის დასადგენად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არის თუ არა დანაშაული, მაგალითად ჯანმრთელობის დაზიანების ხარიხის განსაზღვრა, შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება, მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებებითაა შესაძლებელი. გამოძიების პროცესში, შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვით განისაზღვრება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და თუ ეს ხარისხი არის როგორც მინიმუმ, ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება უკვე შესაძლოა დადგეს სისხლისამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხი. (თუ შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდა რომ შემთხვევაში მონაწილე პირმა მიიღო მაგ მსუბუქი დაზიანება ასეთ შემთხვევაში სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება და პირი შესაძლოა დაისაჯოს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით) სსკ 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე (სამ წლამდე) ვადით, თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. როგორც ვხედავთ სანქციის ფარგლები არც თუ ისე შეზღუდულია და ჩვენთვის საინტერესოა პრაქტიკაში რა სანქციას იყენებს სასამართლო და რა ფარგლებში სჯის ასეთ დამნაშავეს. ალბათ ისიც საინტერესო იქნება განვმარტოთ თუ  რას ნიშნავს ნაკლებად მძიმე დაზიანიება. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ხარისხის განსაზღვრა ყველა შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციას განეკუთვნება მაგრამ პრაქტიკოსი იურისტებისათვის ცნობილია რომ მაგალითად კიდურების დახურული მოტეხილობა როგორც წესი განეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ხოლო ღია მოტეხილობა უკვე უკვე ითვლება დაზიანებათა მძიმე ხარისხად. თუმცა ეს საკითხი მთლიანად სამედიცინო სფეროს ექსპერტიზის კომპეტენციას განეკუთვნება და ამაზე დიდხანს აღარ შევჩერდები.  ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ახორციელებს გაუფრთხილებელი დანაშაულებისათვის გამოყენებული სასჯელების ანალიზსა და თანაბარზომიერებას. სწორედ ამ კუთხით გახდა ჩვენთვის საინტერესო სხვა ქმედებებთან ერთად, ავტოსაგზაო შემთხვევებისათვის გამოყენებული სანქციების ანალიზი. როგორც სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლამ გვაჩვენა. პრაქტიკაში თითქმის არ ხდება 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულისათვის საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რაც თავისთავად კარგია და სასამართლო პრაქტიკის სწორ განვითარებისკენ მიუთითებს. რამდენად შეესაბამება ამ განვითარებას უკვე საკანონმდებლო ბაზა ეს მეორე საკითხია. კვლევის პერიოდში ჩვენ ვერ შევხვდით შემთხვევას, როდესაც ამ ქმედებისთვს საპატიმრო სასჯელი ყოფილიყო გამოყენებული, ეს თავისთავად არ გამორიცხავს ასეთის არსებობას უბრალოდ თვალსაჩინოებისათვის მოვიყვან მაგალითს, როდესაც აღნიშნული ბრალდებით ძებნილ პირსაც კი რომელიც არც კი ცხადდებოდა სასამრთლოში სასამართლომ მხოლოდ ჯარიმა შეუფარდა, მართალია სხვა შემთხვევებისაგან გაცილებით მაღალი მაგრამ ჯარიმისა საპატიმრო სასჯელს შორის სხვაობის მტკიცებას აღარ შევუდგები.

ვინაიდან აღნიშნული დანაშაული ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ შემთხვევას წარმოადგენს ერთი სტატიაში, ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამიტომ პერიოდულად შემოგთავაზებთ მიმდინარე კვლევის შედეგებს, როგორც სხვა მუხლებთან დაკავშირებით, ასევე  ავტოსაგზაო შემთვევებზე რომლებშიც, მათი რაოდენობიდან გამომდინარე, გაცილებით მეტია ფაქტები რომლებიც მეტ განსჯასა და ანალიზს მოითხოვს, ვიდრე თუნდაც კანონის მშრალი ფორმულირებაა. მაგალითისათვის ისიც მეყოფა რომ წინამდებარე ტექტის წერის დაწყებისას ვაპირებდი დამეწერა შემთხვევაზე თუ როგორ იმსხვეპლა სიგარეტის საყიდლად გაგზავნილი არასრულწლოვანი ავტოსაგზაო შემთხვევამ და ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება ასეთ შემთხვევებში მოქმედი კანონმდებლობით.

 

დიმიტრი ხაჩიძე

Post author

Leave a Reply