სამსახურებრივი გულგრილობისათვის გამოყენებული სასჯელების თანაზომიერება სასამართლო პრაქტიკაში

ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი,, ახორციელებს პროექტს ,,გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებისათვის სასჯელის გამოყენების ანალიზი და თანაზომიერების კვლევა საქართველოში,, ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო,,-ს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, შესწავლილი იქნა სხვადასხვა გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი დანაშაულის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.supremecourt.ge განთავსებულ გადაწყვეტილებათა საძიებო სისტემის მონაცემებით, გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი დანაშაულების ციფრობრივი მაჩვენებელი გაცილებით მცირეა განზრახი ბრალით ჩადენილ დანაშაულებთან შედარებით.

იკვეთება გარკვეული ტიპის გაუფრთხილებელი  დანაშაულები რომელთა სტატისტიკაც მომეტებულია. მაგ. სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 342-ე მუხლით გათვალისწინებულია დანაშუალი- ,,სამსახურებრივი გულგრილობა,, რომელიც წარმოადგენს გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილ ქმედებას.

ამ მუხლის შესაბამისად:

  1. სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

  1. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სსკ 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელები სხვადასხვაგვარია.

სსკ 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ყველაზე მსუბუქ სახედ სასჯელისა გამოყენებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყველაზე მძიმე სასჯელად კი თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვით. ძირითად შემთხვევაში სასჯელად გამოყენებულია ჯარიმა სხვადასხვა ოდენობით (2 000, 4 000,10 000 ლარი), ასევე განსხვავდება მდგომარეობა 2012 წლამდე. ძირითადად სასჯელის სახით პატიმრობა გამოყენებულია 2012 წლამდე, ხოლო 2012 წლის შემდგომი სასჯელების პრაქტიკა ლმობიერია და ძირითად შემთხვევაში დანიშნულია ჯარიმა.

საერთო ვითარების შეფასების შედეგად შეიძლება რამოდენიმე დასკვნის გაკეთება:

  1. სსკ 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ყავს სპეციალური სუბიექტი- მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი შესაბამისად, თუ ბრალდებული არ იქნება თანამდებობაზე ის აღარ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის და ამდენად, ყველაზე უფრო ლოგიკური და შესაბამისი ძირითადი სასჯელი სსკ 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალსწინებული დანაშაულისათვის იქნება თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. (სსკ 40.1.ბ.)
  2. ვინაიდან ბოლო პერიოდის პრატიკის მიხედვით პატიმრობა ფაქტიურად არ გამოიყენება სსკ 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალსწინებული დანაშაულისათვის უმჯობესი იქნება საპატიმრო სასჯელის გაუქმება ან 2 წლამდე შემცირება.

რაც შეეხება სსკ 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულისთვის გათვალისიწნებულ სასჯელს, აქ მხოლოდ (ორიდან ხუთ წლამდე) თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა როგორც ძირითად ასევე, დამატებით სასჯელად აქაც რელევანტური სანქცია იქნება.

არჩილ ჩოფიკაშვილი

Post author

Leave a Reply