დისკრიმინაციის თვისებურებანი და მისი ფორმები შრომით ურთიერთობებში

დისკრიმინაცია ბერძნული სიტყვაა და ზოგადად არათანაბარ, უთანასწორო მოპყრობას ნიშნავს კონკრეტული პირის ან ჯგუფისადმი.

ის გამოხატულებას საქმიანობის ყველა დარგში პოულობს და სამართლის ყველა დარგის სფეროში ექცევა სხვადასხვა დოზით. ის შეიძლება შეგვხვდეს სისხლის სამართალშიც, სამოქალაქო სამართალშიც, ძირითადი უფლებების სამართალში და სხვ.

მის ფორმებს და გამოხატულებებს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხვდებით შრომის სამართალშიც.  მისი გამოვლენის ყოველგვარი საშუალება იქ აკრძალულია, თუმცა არსებობს გარკვეული სახის გამონაკლისები კონკრეტულ საქმესთან მიმართებითაც.

დისკრიმინაციული მოპყრობის აკრძალვა არ არის ახლი მოვლენა ჩვენი სამართლებრივი სისტემისათვის, ის დაგმობილი იყო ჯერ კიდევ 1921 წლის პირველი ქართული კონსტიტუციით,რომელიც თავისი იდეური ფასეულობებით ევროპის მოწინავე ქვეყნების კონსტიტუციების გვერდით იდგა და ზოგიერთი უფლების აღიარებაში მათზე მოწინავეც კი იყო.

ადამიანის ძირითადი უფლებების  აღიარება ქართულ სამართლებრივ სივრცეში 1995 წლის 24 ივლისს მიღებულ კონსტიტუციაშიც იქნა გაჟღერებული. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია გავმცნობს, რომ მოქალაქეებამა, კონსტიტუციის მიღებით გამოხატეს ურყევი ნება დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები[1].

ადმიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (საერთაშორისო აქტი მიღებული 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ) კრძალავს ყოველგვარი სახის დისკრიმინაციასდა ჩვენ, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა ვუერთდებით ამ აკრძალვას საქმიანობის ყველა სფეროში მის გამოვლენას და პირთა დიფერენცირებას რაიმე დისკრიმინაციული ნიშნით კატეგორიულად ვგმობთ.

დისკრიმინაციად ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ საზოგადოების ერთი წევრის ან ნაწილის მიერ მეორე პირის ან პირთა ჯგუფის უფლებების შეზღუდვა ან დარღვევა მასზე/მათზე უპირატესობის დემონსტრირების მიზნით. სქესის, რასის, გენდერის, სოციალური სტატუსის, რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიადაგზე[2].

შესაძლოა სახელმწიფოში მოხდეს ისეც, რომ უფლების შეზღუდვა მხრდაჭერილ იქნეს კანონისმიერი, ლეგიტიმური გამართლების გარეშე, რაც ყოვლად მიუღებელია.

დისკრიმინაციის აკრძალვამ გარკვეული სახეცვლილებები განიცადა ქართულ შრომით კანონმდებლობაში. 2006 წლის ვერსიაში და 2013 წლის ახალ შრომის კოდექსშიც, რომელიც გაცილებით მობილური და დაცვითია დასაქმებულთათვის, ეს კოდექსი თავისი ცვლილებებით უფრო სუსტი მხარის -დასაქმებულთა ინტერესების დაცვაზეა მოწოდებული, რასაც ვერ ვიტყოდით 2006 წლის შრომის კოდექსზე, თუმცა დისკრიმინაციული მოპყრობა იქაც აკრძალული იყო. ახალი ცვლილებებით დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაცია (სქესობრივი, რასობრივი, ეროვნული, რელიგიური და ა.შ.) იკრძალება არა მარტო შრომითი ურთიერთობების დროს (მუშაობისას), არამედ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დროსაც (ასევე აპლიკაციის განხილვის დროს), ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. შრომის კოდექსის ძველი ვერსიით კი დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაცია იკრძალებოდა მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დროს.

 

დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები

მისასალმებელია, რომ პრინციპი“სამართალი თანასწორობით ფასობს“ (ius respect aequitem) აისახა წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობებშიც.

საინტერესოა, რომ დასაქმებული არათანაბარი მოპყრობისაგან დაცული იყო პირველი ქართული რესპუბლიკის პერიოდში მიღებული 1920 წლის კანონით „შრომითი ურთიერთობების შესახებ“.

დისკრიმინაციის აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში არის გაჟღერებული „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სექესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური, და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა“.

თანასწორობის ეს დებულება ირღვევა მაშინ, როდესაც არსებითად თანასწორს განზრახ განსხვავებულად და არსებითად განსხვავებულს განზრახ თანასწორად ეპყრობიან.

განსხვავება თვითნებურია, როდესაც არ არსებობს დიფერენციაციის არსებითი საფუძველი, რაც საგანთა ბუნებიდან გამომდინარეობს და მაინც ხდება ეს.

ავტორი: მინდია გოსტამაშვილი

[1]საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა

[2]სამოქალაქო განათლების ლექსიკონი. თბილისი, 2011 წელი;

Post author

Leave a Reply