”კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 13 ივნისის სტიქიის შესახებ გამოცემულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 13 ივნისის სტიქიის შესახებ გამოცემულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძესთან გაიმართა.

შეხვერაზე, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მონიტორინგში გამოკვეთილ პრობლემებზე იმსჯელეს და სტიქიით დაზარალებულთა თაობაზე მომზადებული წერილობითი მოსაზრება განიხილეს.

ორგანიზაცია“კონსტიტუციის 42-ე მუხლს” მიაჩნია, რომ 13-14 ივნისის დაზარალებულთაგან არიან პირები, რომლებსაც 2015 წლის #17-66 საკრებულოს დადგენილება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

მათივე განცხადებით, ცვლილება ეხება 13-14 ივნისის დაზარალებულ 5 ოჯახს, რომელიც სარეკრეაციო ზონაში ცხოვრების გამო კომპენსაციასა და დახმარებას ვერ იღებს.

ორგანიზაციამ #17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს თებერვალში, წერილობითი მოსაზრებაც წარუდგინა.

ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ,,ევროპის ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: ,,2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგი.”

პროექტის მიზანია 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესესის  გამჭვირვალობა და ამ პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა.

 

 

Post author

Leave a Reply