ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების მიერ

 

პროექტის სათაური: ევროკავშირსაქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების მიერ

წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამა და პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ციხის საერთაშორისო რეფორმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კავშირი „საფარი“, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მონიტორინგს უწევენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების, ასოცირების დღის წესრიგის და ასოცირების დღისწესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას. პროექტის მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა.

პროექტის ფარგლებში ხდება პოლიტიკის დოკუმენტებისა და მონიტორინგის ერთი წლის ანგარიშის შემუშავება, რომელიც მოიცავს შემდეგ ცხრა სფეროს: მართლმსაჯულება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადმინისტრაციული რეფორმა, წამება და არასათანადო მოპყრობა, პროფესიული კავშირთა უფლებები და ძირითადი შრომის სტანდარტები, თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, საარჩევნო გარემო, მედიის თავისუფლება და ენერგოუსაფრთხოება.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ იმ რეფორმების განხორციელების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს, რომელიც დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით; იმუშავებენ და ქვეყნის ხელისუფლებას, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებს, წარუდგენენ რეკომენდაციებს. პროექტის მიმდინარეობისას მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს ევროპის პარლამენტთან, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლებთან.

პროექტის გუნდი ასევე ჩაერთვება ასოცირების დღისწესრიგის განახლებისა და ასოცირების დღისწესრიგის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.

 

Post author

Leave a Reply