ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა

 

2016 წლის 1 თებერვლიდან ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იწყებს პროექტის განხორციელებას „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა”. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალთა, განსაკუთრებით, ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა მართლმსაჯულებაზე  ხელმისაწვდომობის და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება და მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ქალთა უნარ-ჩვევების გაძლიერება და სამარლებრივი ცნობიერების ამაღლება; გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მარეგულირებელი ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესება; გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტი განხორციელდება საქართველოში, კერძოდ, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების შემდეგ მუნიციპალიტეტებში: წალკა, თეთრიწყარო, ნინოწმინდა, ახალქალაქი და ახალციხე.

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სამართლებრივი გაძლიერების ხელშესაწყობად, „კონსტიტუციის 42 მუხლი“ პროექტის ფარგლებში განახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას. ის აქტიურად იმუშავებს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე არსებული დაბრკოლებების შემცირებაზე. პროექტის ბენეფიციარებისათვის გაწევს უფასო იურიდიულ დახმარებას, როგორც კონსულტაციების, ასევე, წარმომადგენლობის განხორციელების გზით; მოამზადებს ანალიზს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკუთარ პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით; ჩაატარებს ტრენინგების სერიას, რომელზეც მოწვეული იქნებიან პროექტის ბენეფიციარ ქალთა ჯგუფის წარომადგენლები. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს დახვეწის მიზნით პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული პრაქტიკისა და საკანონმდებლო და ინსტიტუციური მოწყობის ანალიზი, რის შემდეგაც შემუშავდება საკანონმდებლო წინადადებები და კონსტიტუციური სარჩელები. პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში მომზადდება სატელევიზიო და რადიო გადაცემათა ციკლი, ჩატარდება პრეს-კონფერენციები, ინფორმაცია გავრცელდება მედია საშუალებების მიერ, იქნება ეს ელექტრონული, ბეჭდური თუ სოციალური მედია, გამოიცემა ბროშურები და საინფორმაციო ფლაერები.

 

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.

 

 

 

Post author

Leave a Reply