13-14 ივნისს თბილისში სტიქიით მიყენებული ზიანის პროცესის მონიტორინგი

15 ოქტომბერს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” პროექტი 13-14 ივნისს თბილისში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგი დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტიქიით დაზარალებულთათვის და ინფრასტრუქტურის აღდენით სამუშაოებზე მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის მიზნობრიობაზე ეფექტური მონიტორინგის განხორციელებას. პროექტის მსვლეობისას დაიგეგმება დაზარალებულებთან შეხვედრები და და მათ ჩართულობა მონიტორინგის პროცესში.

პროექტის “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ხანგრძლობა იქნება 10 თვე. ის განხორციელდება აქტიური საქმიანობა წარიმართება ქალაქ თბილისის მერიას, საკრებულოს, შესაბამის გამგეობებს, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საქართველოს მთავრობას, უწყებათშორის კომისას, დონორ ორგანიზაციებსა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან.

Post author

Leave a Reply