დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი

2014 წლის სექტემბრიდან, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“-ს მხარდაჭერით, შეიქმნა ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, საქართველოში თანასწორობის უფლების განმტკიცების, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების ხელშეწყობის და საქართველოს სახალხო დამცველის როლის გაძლიერებისათვის.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ახორციელებენ დისკრიმინაციის შედეგად დაზარალებული პირების უფასო სამართლებრივ დახმარებას. კოალიციაში შედიან შემდეგი ორგანიზაციები: “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი,” “იდენტობა,” “კონსტიტუციის 42-ე მუხლი,” “საფარი” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ რომლებიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშნანებზე მუშაობენ თემატურად.

აღნიშნული კოალიციის ფარგლებში, უშუალოდ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ახორციელებს პროექტს – „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი,“ რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ორიენტირებულია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციით დაზარალებულების სამართლებრივ მხარდაჭერაზე. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია უკვე რამდენიმე საქმეს აწარმოებს, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, ისე სასამართლოში.

პროექტის ხანგრძლივობა ერთწლიანია და ის 2015 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება.

Post author

Leave a Reply