შშმ პირთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში

ჩვენი ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პარტნიორ ორგანიზაციებთან: “ხელმისაწვდმი გარემო ყველასთვის” და “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს: “შშმ პირთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში” პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე  იყო (2014 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე).

პროექტის ზოგადი აღწერა:
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა აუცილებელია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ ერთერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს საქართველოში.

საქართველოს სახალხო დამცველის 2009, 2010, 2011 წლების ადამიანის უფლებათა წლიურ ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეები ნაკლებად ინფორმირებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პრობლემატიკისა და მათი უფლებების რეალიზაციის მიმართულებით. ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოთხოვნათა რუკის შედგენა, რომელიც დაგვეხმარება გამოვავლინოთ, თუ რა შესაძლებლობები და გამოწვევები არსებობს დღევანდელ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით და დაგვეხმარება რეკომენდაციების შემუშავებაში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პროექტის ფარგლებში იგეგმება ინტენსიურ შესაძლებლობათა გაძლიერების ტრენინგები: სამართლებრივი აქტების გაცნობა, მონიტორინგის ტექნიკისა და ადვოკატირების კამპანიის წარმოების მიმართულებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უფლებამოსილი არიან რეგულარულად დაესწრონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო შეხვედრებს და გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური მედიის მეშვეობით (ბლოგინგი). ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია განსაზღვროს პრიორიტეტები, დაგეგმოს ბიუჯეტი და განახორციელოს ბიუჯეტის ხარჯვითი განაკვეთების მონიტორინგი. დამატებითი ტრენინგი განხორციელდება ადვოკატირების გაძლიერების კუთხით. აუცილებელია განხორციელდეს ეფექტური და საკითხზე დაფუძნებული ადვოკატირება.

ტრეინინგების შედეგად, მონაწილეები შეძლებენ იდენტიფიცირება მოახდინონ ადვოკატირების საკითხებზე, აირჩიონ კონკრეტული მიზანი და ეფექტური სტრატეგია. ასევე განავითაროს ქსელი და კოალიციურად მოახდინოს ადვოკატირებით კონკრეტულ საკითხებზე ზემოქმედება.

პროექტის მიზანია:
ძირითადი მიზანია ინფორმაციის შეგროვება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებაზე, მათი რეალობა, გამოწვევები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა. პროექტის კვლევის ინსტრუმენტები მოიცავს პირდაპირ და მონაწილეობით დაკვირვებას, სიღრმისეულ ინტერვიუებს, ფოკუს ჯგუფებში განხილვებს.

პროექტის ამოცანებია:
ადგილობრივ სასამართლოების არასწორი პრაქტიკის შეცვლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის გამოყენების ხელშეწყობის, მნიშვნელოვან საქმეებზე ამიკუს კურიეების დაწერისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საჩივრების მომზადების გზით.

პროექტის მიმდინარეობისას გაკეთდება ანალიზი, ანგარიშგება და შეჯამდება საკონსულტაციო პროექტის შედეგები. გაკეთდება საერთო დასკვნები, შეფასებები, ანგარიშები წარედგინება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს და ჩატარდება მრგვალი მაგიდები. ამ შედეგებიდან გამომდინარე, დაიგეგმება სამომავლო მოქმედებისა და განახორციელების გეგმები. შეფასების ანგარიშები დაურიგდებათ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

Post author

Leave a Reply