გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე

პროექტი ხორციელდება «კონსტიტუტციის 42-ე მუხლის მიერ, USAID-ის მხარდაჭერით.

პროექტის განხორციელება მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: კვლევის ჩატარება, რომელიც საქართველოში სამუშაო ადგილას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ მონაცემებს შეაგროვებს; დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უნარების გაძლიერება, რათა გაიზარდოს სამუშაო ადგილებში გენდერული თანასწორობა; დისკრიმინაციის პოლიტიკის მოდელის შემუშავება სხვადასხვა მხარეების ჩართულობით და ყოველმხრივი მედია ადვოკატირების ღონისძიებების ჩატარება. პროექტის განხორციელების შედეგებია: სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ ცვლილებებისა და რეგულაციების შეთავაზება, სამუშაო ადგილას დისკრიმინაციის შესახებ პოლიტიკის მოდელის გაუმჯობესება დამსაქმებელთათვის, გაზრდილი ცნობიერება და სამუშაო ადგილას გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის არსის გაგება დამსაქმებელთათვის, დასაქმებულთა, პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, და ზოგადად საზოგადოებისთვის, საზოგადოებაში ქალის როლის უარყოფითი სტერეოტიპების, განსაკუთრებით დასაქმებისას, შემცირება, ქალთა, რომლებმაც სამუშაო ადგილას დისკრიმინაცია განიცადეს, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტი განხორციელდება 30 თვის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში. ბენეფიციარები და სამიზნე ჯგუფები მოიცავს ქალ და მამაკაც დასაქმებულებს, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მესაკუთრეებსა და მენეჯერებს, მომავალ დასაქმებულებს, პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, საერთაშორისო მაკონტროლებელ ორგანოებს, ქალებს, ვინც სამუშაო ადგილას დისკრიმინაცია განიცადეს, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქალთა ორგანიზაციებს, პარლამენტს, სასამართლოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში.
პროექტის «გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე» პარტნიორები არიან «საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება» (GTUC), «თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის» (CSS); «JumpStart საქართველო» და «New Media Advocacy» (N-Map).

Post author

Leave a Reply