მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება

ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი ახორციელებდა პროექტს სახელწოდებით: “მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება”.

ეს პროექტი დაფინანსებული იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ, „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (UშAID) აფინანსებს აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

პროექტის მიზანია:

  • ადვოკატირება, გადამხდელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება;
  • გადამხდელთა ინტერესების დაცვა შესაბამის ორგანოებში;
  • მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელთა ნდობის ხარისხის ამაღლება საქართველოს მართმსაჯულების სისტემის მიმართ;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა პრობლემების შესახებ რეკომენდაციების გაზიარება

საქმეთა წარმოება და წარმომადგენლობა

პროექტის ფარგლებში გაწეული იურიდიული დახმარების შედეგად გამოიკვეთა რამოდენიმე საქმე,  რომელშიც პროექტში დასაქმებული ადვოკატების დახმარებით დახმარებით მეწარმეებმა მნიშვნელოვან შედეგს  მიაღწიეს დავების გახილვაში:
პროექტის მიმდინარეობისას წარმოებაში იქნა მიღებული 24 საქმე, წარმატებით დასრულდა 14 საქმე.

Post author

Leave a Reply