სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დასაცავად

2015 წლის იანვრიდან ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ახორციელებდა პროექტს „სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დასაცავად“. აღნიშნული პროექტი განხოციელდა ორგანიზაცია OSGF-ის დახმარებით.

პროექტი მიზნად ისახავდა ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას სტარტეგიული სამართალწამოების გზით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო საქართველოს შიდა კანონმდებლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სამართლებრივი სტანდარტების იმპლემენტაცია.

პროექტის ამოცანას წარმოადგენდა: როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის, ასევე მოწყვლადი მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა, სახელმწიფოს მხრიდან მათი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაში. მათ შორის: პატიმრებისთვის, ლგბტ წარმომადგენლებისთვისა და აივ/შიდსით დაავადებული პირებისთვისაც.

სტრატეგიული სამართალწარმოება მოიცავდა, როგორც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სასამართლოში მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვას ეროვნულ დონეზე.

პროექტის ხანგრძლოვობა იყო 12 თვე.

Post author

Leave a Reply