სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში

2006 წლიდან 2010 წლამდე ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდჭერითა და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით, განახორციელა პროექტი ,,სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში”. პარტნიორი ორგანიზაციები: ,,ინტერაითსი”(დიდი ბრიტანეთი), ბარა(სომხეთი), სამართლებრივი განათლების საზოგადოება(აზერბაიჯანი). პროექტი რეგიონალურია და ერთდრულად მიმდინარეობს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

პროექტის მიზანი: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გაუმჯობესება ეროვნული მექანიზმების დახვეწისა და საეთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, განსაკუთრებულ მიზანს კი წარმოადგენდა ამ ქვეყნებში სტრატეგიული სამართალწარმოების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

პროექტის სამიზნე ჯგუფები: ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას; ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატები; ხელისუფლება-პარლამენტი, სასამართლო და პროკურატურა, რომლებიც ვალდებულნი არიან, მოახდინონ ადამინის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

პროექტის მიზნების განსახორციელებლად, მასში გათვალისწინებული იქნა მთელი რიგი ღონისძიებანი:
სპეციალური სატრეინინგო პროგრამები პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის სამ სახელმწიფოში, საკონსულტაციო ტრეინინგი, სტაჟირება;ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების გაძლიერება, რათა კოორდინაცია გაუწიონ სტრატეგიულ სამართალწარმოებას მათ სახელმწიფოებში;კვალიფიციური ადვოკატების ქსელის ჩამოყალიბება და გაძლიერება სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით;ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ეროვნულისტანდარტების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ცნობიერებისამაღლება და მათი ჩართვა სტრატეგიულ სამართალწარმოებაში.ყოველწლიურად ფინანსდება ექსპერტთა მიერ შერჩეული საქმეების წარმოება ევროსასამართლოში.

პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე რეგულარულად თავსდებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილებები, ინფორმაცია პროცედურულ სიახლეებზე და განთავსდა ,,ინტერაითსის” მიერ მოწოდებული მასალები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით.

2010 წლის ბოლოსათვის, პროექტის შედეგად, მივიღეთ სტრატეგიულ სამართალწარმოებაში მომზადებული 50-ზე მეტი ადვოკატი სამივე ქვეყანაში, კვალიფიციურ ადვოკატთა ქსელი, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი შიდა კანონმდებლობა და სახელმწიფო სტრუქტურების უშუალო მონაწილეობა სტრატეგიულ სამართალწარმოებაში.

Post author

Leave a Reply