ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: წარმატებული მიდგომები და სიძნელეები

პროექტი განხორციელდა “ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით. პროექტი რეგიონალურია და ერთდროულად მიმდინარეობს საქართველოში, სასომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში.
პროექტის მიზნებია:

  • ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სასომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება;
  • სტრატეგიული სამართალწარმოების ანალიზის საფუძველზე ანგარიშის მომზადება, რომელიც გახდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებული საერთო ანგარიშის შემადგენელი ნაწილი.
    პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება, რომლის თემატიკაა: ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა არსებული სიტუაციის მიმოხილვა: პრობლემები და მიღწევები, სტრატეგიული სამართალწარმოების როლი და მნიშვნელობა.
    პროექტის ხანგრძლივობა: პროექტი მიმდინარეობდა 2010 წლის მაისიდან.

Post author

Leave a Reply