მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

პროექტი განხორციელდა 2008 წელს, საქართველოში ეუთო-ს მისიის მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ,მძიმედ დაავადებულ(სიმსივნე, ტუბერკულოზი, შიდსი, ციროზი, “ც” ჰეპატიტი და სხვ.) პატიმართა მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტების შემცირებას; ამ კატეგორიის პატიმართათვის, სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტი ითვალისწინებდა დაავადებულ მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის გადავადების ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების მიზნით, შესაბამისი იურიდიული პროცედურების განხორციელებასა და წარმომადგენლობას სასამართლოში.

პროექტი მოიცავდა თბილისის, რუსთავისა და ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ასევე პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას, სადაც ათეულობით პატიმარს გაეწია კვალიფიციური იურიდიული მომსახურება.

Post author

Leave a Reply