საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა უკეთეს კანონმდებლობაზე

2007-2010 წლებში, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ახორციელებს პროექტს “საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა უკეთეს კანონმდებლობაზე”. პროექტის მიზნებია: საქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში მომზადდა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია 4 სარჩელი; გარდა ამისა, ჩატარდა მრგვალი მაგიდები სხვადასხვა თემებზე; სოციალურად დაუცველ პირს გაეწია იურიდიული კონსულტაცია; პროექტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს რადიო და ტელეგადაცემებში. ჩატარდა ტრენინგი და სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, სადაც როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ადვოკატებმა მიიღეს მონაწილეობა. მომზადდა და ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა 10 სტატია საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების განმარტებებით. ასევე, პრესისთვის მომზადდა და გავრცელდა საგაზეთო სტატიები; გამოიცა და გავრცელდა საინფორმაციო ბიულეტენი ინგლისურ ენაზე; მომზადდა ანალიზი და რეკომენდაციები, როგორც მოქმედ საკანონმდებლო აქტებზე, ისე კანონპროექტებზე; მომზადდა მთელი პაკეტი რეკომენდაციებისა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და პატიმრობის კოდექსზე. გარდა ამისა, საპარლამენტო მდივანი, იყო უშუალო მონაწილე და წევრი საკონსტიტუციო ცვლილბებეზე მომუშავე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა.

პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია ”ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) ფინანასური მხარდაჭერით.

Post author

Leave a Reply